გიგა რაღაცების გაგებისგან ჯერ შორსაა - კატარმა ჭიკაძეს უპასუხა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძემ საკუთარი "ფეისბუქლაივის" მეშვეობით გულშემატკივრებს უთხრა, რომ კელვინ კატარს 10 ორთაბრძოლიდან 9-ჯერ დაამარცხებდა. ამ განცხადებას ამერიკელი სპორტსმენი გამოეხმაურა:

"ინტერვიუები და პირადად ნათქვამი სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ ვიღებ, არც მაღელვებს. მას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და დაბრუნებას ვუსურვებ.

ვუთხარი: "რაც ახლა შეგიძლია გააკეთო, ისაა, რომ შური მომავალ მეტოქეზე იძიო". მეც სწორედ ასე მოვიქეცი და იმედი მაქვს, წაგებას კარგად მიიღებს. როგორც ჩანს, ჯერ ამისგან შორსაა, მაგრამ იმედია, ყველაფერს გააანალიზებს.

გულწრფელად რომ ვთქვა, რაც უნდა, იმას გაიგებს. პირადად მე
ჰოლოვეისთან მარცხი ჩემ მიერ კონტროლირებად საქმეზე კონცენტრირებასა და დაბრუნებაში დამეხმარა", - განაცხადა კელვინმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
დავანებოთ ამ ტრბახს თავი მეტოქემ დგომშიც მოუგო და ჭიდაობაშიც.
ჯუჯი
19 იანვარი 2022 12:40
1
ფაქტია რომ კატარმა დამაჯერებლად მოუგო. ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. რაც შეეხება იმას რომ 10-დან 9-ს მოიგებს თუ არა, და ეს სიმართლეა თუ ბაქიბუქობა, ეგეც გამოჩნდება
რეალობა
19 იანვარი 2022 09:06
0
დისტანციაზე უნდა ეჩხუბა, ახლოს მოუშვა, ებოქსავა ფაქტიურათ.
ოპ
19 იანვარი 2022 08:53
0
ეტყობა არ ეყო. კარგად ვერ გაუერთიანეს თავყბა
ii
19 იანვარი 2022 04:03
2
გიგა რასაც ფიქრობს იმას ამბობს 10დან 9 მოვუგებდიო რომ გეუბნებათ და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს თუ არ გჯერათ ეგ თქვენი პრობლემაა. კატარს რაც შეეხება უბრალოდ ვალდებული იყო რომ ამაზე ეპასუხა და უპასუხა. გასაგებია არ მოსწონს ის რასაც გიგა ამბობს იმიტომ რომ სიმართლეს ამბობს და არც ის რომ გატეხილი არაა ბოლომდე დანებებული არაა რომ არ ეშინია მაინც. ეს კატარს ეშინია გიგასი და რევანშის, რაც მისი "რჩევებიდან" ჩანს შური მომავალ მეტოქეზე იძიეო ჩემზე არაო გთხოვ და ეს გელანდებათ დიდ "ვაჟკაცობად. კატარის ღირსებაზე სადღეგრძელოებს რომ ამბობთ აქ, მეტი გაგება არა გაქვთ და იმიტომ მხოლოდ. რინგის გარეთ ბრძნულად იქცევა მაგრამ რინგზე არაკაცურად იბრძოლა თვითონ ბრძოლის დროს. კაცს ჭრილობაზე წიხლს არ დააჭერს ქართველი არასდროს, და თვითონ ის გადამწყვეტი იდაყვის დარტყმა პართიული ნასროლი შეასრულა სუფთა ქართველმა ეგეთი დარტყმა არც უნდა იკადროს. მაგრამ უნდა მოეგერიებინა არ ელოდებოდა უბრალოდ. ყველანი არ ხართ ქართველები და მაგდენი არც გესმით
Qartveli.
19 იანვარი 2022 02:57
21
მანდ ბაქი ბუქი ნამდვილად არ დამინახია.გიგა ფიქრობდა და ფიქრობს,რომ მეტოქე მასზე ძლიერი არ იყო,უბრალოდ მეტოქის სიურპრიზებისათვის მზად არ აღმოჩნდა და წაგებაში თვითონაა დამნაშავე.იდაყვებით დარტყმებს ვერაფერი დაუპირისპირა და რაკი ერთი მოხვდა,უკვე აშკარად ეტყობოდა,რომ ვეღარ იყო ძველებურად სწრაფი და მკვეთრი.ვფიქრობ ძვალი უკვე მაშინვე ექნებოდა დაზიანებული და ამიტომ,ტკივილი თუ გაბრუებაც აღარ გაუვლიდა.მთელი დანარჩენი ბრძოლა,უკვე ბოლომდე გაძლებისათვის ბრძოლა იყო და მეეჭვება,რომ ღირდა ამდენ თავგამეტებად.შეიძლებოდა გაცილებით უარესი ტრავმაც მიეღო და რისკად არ ღირდა.ალბათ მაინც თვითონ გადაწყვიტა,ბოლომდე ბრძოლა.მებრძოლია,ქართველია,ვაჟკაცია და იმიტომ.
სოსო
19 იანვარი 2022 19:31
0
გიგას ყველა გულშემატკივრობს. თან წაგება მოგება ძმები არიან და ვის არ წაუგია.კარგია რომ არ გატყდა და მხნედაა. უბრალოდ არაა ქართული ეგეთი წაგების მერე ეგეთი ბაქიბუქი. გასაგებია ამ სპორტში ეგეთები მოსულა მაგრამ ზედმეტი მოსდის მაინც. ქართველები რომ ვართ იმიტომ არ მოდის ჩვენ ხასიათთან ზედმეტი ტრაბახი. იბრძოლე და დაამტკიცე. ეგაა სულ. წარმატებები გიგას.
გულშემატკივარი
19 იანვარი 2022 05:28
0
ერთი რამ ვერ გავიგე? ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ და ამბობენ კაცები ვართო, კაცური მოქცევაო. უბრალოდ არ მესმის რანაირი კაცობაა ეგ?
გიორგი
19 იანვარი 2022 01:59
0
კოვიდი რაც მოვიხადე 2-3 თვეა გასული და ეხლაც ვგრძნობ რომ ელემენტები გაცილებით მალე ჯდება..
როგორც ვიცი ჩვენს გმირს ეხლახანს მოუხდია კოვიდი,
10დან 9 უნდა მოიგო 1 წავაგეთ ოღონდ გიგა ეგ მასტი სახეში დარტყმებს უძლებს ფაქტია უფც-ში ეგეთი ტერმინატორის სახით არავინ არაა ყველამ ვიცით ასე რომ კარგად შეისწავლე 1 გავლახოდ ისე რომ დანარჩენ 8 შეხვედრაზე უარი უნდა ვათქმევინოთთ..
ქართული სულის კვეთება ვინც ვერ დაინახა ამ ბიჭში ყველას მადლობას ვეტყვი,,
და კიდევ ეს ბაქი-ბუქი შოუს ელემენტებია ალბად ბევრმა არ იცის ეგ..
ჩორნა
19 იანვარი 2022 01:44
8
სამწუხაროდ მასტს ჩვენიანზე გაცილებით მეტი ღირსება და რეალისტური ხედვა აქვს
mirosan
18 იანვარი 2022 23:49
1
როდის მოვა ნაკრების თამაშები,ამოვიდა უკვე ყელში ეს მუტრუკობა.
Levani
18 იანვარი 2022 18:47
1
Სამწუხაროა, ჩვენ მებრძოლზე მეტი ღირსება სხვებს აქვთ
Ნიკოლოზი
18 იანვარი 2022 18:34
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული