გიგა რაღაცების გაგებისგან ჯერ შორსაა - კატარმა ჭიკაძეს უპასუხა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძემ საკუთარი "ფეისბუქლაივის" მეშვეობით გულშემატკივრებს უთხრა, რომ კელვინ კატარს 10 ორთაბრძოლიდან 9-ჯერ დაამარცხებდა. ამ განცხადებას ამერიკელი სპორტსმენი გამოეხმაურა:

"ინტერვიუები და პირადად ნათქვამი სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ ვიღებ, არც მაღელვებს. მას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და დაბრუნებას ვუსურვებ.

ვუთხარი: "რაც ახლა შეგიძლია გააკეთო, ისაა, რომ შური მომავალ მეტოქეზე იძიო". მეც სწორედ ასე მოვიქეცი და იმედი მაქვს, წაგებას კარგად მიიღებს. როგორც ჩანს, ჯერ ამისგან შორსაა, მაგრამ იმედია, ყველაფერს გააანალიზებს.

გულწრფელად რომ ვთქვა, რაც უნდა, იმას გაიგებს. პირადად მე
ჰოლოვეისთან მარცხი ჩემ მიერ კონტროლირებად საქმეზე კონცენტრირებასა და დაბრუნებაში დამეხმარა", - განაცხადა კელვინმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქმეს არ უხდება ტრაბახი, თუ რამის გამკეთებელია, გავიდეს და გააკეთოს. კელვინი აშკარად ღირსეული ადამიანი სჩანს, გამარჯვების შემდეგ ბევრი ტრაბახობს და ამცირებს მეტოქეს, ეს კი მივიდა და სურათები გადაიღო გასამხნევებლად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჟკაცთან მოვიგეო და ღირსეულად დამარცხდა ჩემთანო, ახლაც სიტყვებში ჩანს მისი კაცობა
ვახო
15:56 18-01-2022
1
პირწმინდად მოგიგო. მთელი ბრძოლა უკან იხევდი და ის გიტევდა და რის საფუძველზე ამბობ რომ ათიდან 9-ჯერ მოუგებ?

მიშა ხომ არ ხარ შენც სააკაშვილი, 10 წელია ხალხის 30 პროცენტი რომ აძლევს ხმას და ჰგონია ეგ უნდა იყოს მთავრობაში )) ეს ხუმრობით. პარტიები არცერთი მაინტერესებს, უბრალოდ სახალისო პარალელი დავინახე )
არ აქვს საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა
16:03 18-01-2022
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული