"პატარა ნიტაც პოპულარულია და უკვე შეძლო, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გამხდარიყო..." - გაიცანით ჭიკაძეების ოჯახი

AutoSharing Option
გიგა ჭიკაძე ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია, რომელიც UFC-ში წარმატებულად ასპარეზობს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, ლას-ვეგასში ორგანიზაციის მორიგ ღონისძიებაზე, 33 წლის მებრძოლი ამერიკელ კელვინ კატართან ჩატარებულ ბრძოლაში დამარცხდა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თუმცა ამ მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რამდენი გულშემატკივარი ჰყავს მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

მოგეხსენებათ, ჩვენებურის სურვილია (არაერთხელ უთქვამს), რომ საჩემპიონო ქამარი საქართველოში ჩამოიტანოს და ქართველი ხალხი გაახაროს.

ზაზა ჭიკაძემ (გიგას მამამ) დღეს საკუთარი "ფეისბუქის" მეშვეობით ემოციური წერილი შემოგვთავაზა და აღნიშნა,
რომ მისი შვილი არ დანებდება და ყველაფერს მალევე გამოასწორებს; ასევე, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ასეთ მძიმე ჟამს მებრძოლს გვერდში დაუდგნენ; რა თქმა უნდა, სწორი არგუმენტაციის მქონე კრიტიკოსებსაც.

Sportall.Ge

ახლა კი გადავიდეთ გიგას ოჯახზე: ათლეტის ულამაზესი მეუღლე თამუნა გაზაშვილი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ორ შვილს, ნიტასა და მაქსიმეს ზრდის. მამის მსგავსად, პატარა ნიტაც პოპულარულია და უკვე შეძლო, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გამხდარიყო.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა გაგიმრავლოს ოჯახიც და გამარჯვებებიც,გიგა!
სოსო
20:56 19-01-2022
0
რა ლამაზი ბავშვები ყავთ გოგო ნამდვილი პატარა ანგელოზია ****
zura222
09:14 20-01-2022
0

სიახლეები პოპულარული