ახალგაზრდა ქართველს ძალიან ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი UFC-ის მომავალ ჩემპიონად მიიჩნევს - ილია გიგა ჭიკაძესთან ერთად ნახევრად მსუბუქ წონაში გამოდის.
თოფურიას აქამდე ჩატარებული 11 ბრძოლა მოგებული აქვს, აქედან სამჯერ UFC-ში იმარჯვა. პირველად UFC-ში ილიამ მაროკოელი იუსეფ ზალალის წინააღმდეგ იბრძოლა და მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მეორედ ახალგაზრდა მებრძოლი ოქტაგონზე დეიმონ ჯექსონის პირისპირ გავიდა და ამერიკელი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
მესამე შეხვედრაში თოფურიამ UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და სახიფათო მებრძოლი, რაიან ჰოლი ასევე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
ილია, ფაქტობრივად, სრულყოფილი სპორტსმენია. ყველა საბრძოლო პარამეტრში ძლიერია. სწორედ ამიტომ ითვლება UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად.