UFC-ის მომავალი ჩემპიონი - ილია თოფურიას საუკეთესო მომენტები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 წლის ილია თოფურია UFC-ში მე-4 ბრძოლას კვირას, 23 იანვარს, კანადელი ჩარლ ჟორდენის წინააღმდეგ გამართავს.

ახალგაზრდა ქართველს ძალიან ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი UFC-ის მომავალ ჩემპიონად მიიჩნევს - ილია გიგა ჭიკაძესთან ერთად ნახევრად მსუბუქ წონაში გამოდის.

თოფურიას აქამდე ჩატარებული 11 ბრძოლა მოგებული აქვს, აქედან სამჯერ UFC-ში იმარჯვა. პირველად UFC-ში ილიამ მაროკოელი იუსეფ ზალალის წინააღმდეგ იბრძოლა და მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მეორედ ახალგაზრდა მებრძოლი ოქტაგონზე დეიმონ ჯექსონის პირისპირ გავიდა და ამერიკელი პირველ რაუნდში ნოკაუტით
დაამარცხა.

მესამე შეხვედრაში თოფურიამ UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და სახიფათო მებრძოლი, რაიან ჰოლი ასევე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ილია, ფაქტობრივად, სრულყოფილი სპორტსმენია. ყველა საბრძოლო პარამეტრში ძლიერია. სწორედ ამიტომ ითვლება UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული