"ვარდისფერი პიჯაკი არ დაგავიწყდეს..." - ევლოევი თოფურიასთან ჩხუბს ითხოვს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე ილია თოფურია ჩარლს ჟორდენს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (ექიმებმა ურჩიეს წონის კლება შეეწყვიტა) ბრძოლაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ქართველი ათლეტი მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა რუსს კოვიდ 19 დაუდასტურდა და ჩვენებურთან შერკინება ვერ მოახერხა.

ამ დაპირისპირების წინ დიდი პაექრობა გაჩაღდა (ევლოევმა დაიწყო), მოვსარმა ილიას "ჩვარი" უწოდა, რის გამოც ბრძოლის წინ ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია.

ილიას ბრძოლიდან მოხსნის შემდეგ დაუმარცხებელმა ხაბიბმა ევლოევს მოუწოდა, რომ სიტუაციას არ გამოთიშულიყო და აქტიური ყოფილიყო.

"მოვსარ, შენი დროა ახლა" - წერს
UFC-ის ექს ჩემპიონი.

ხაბიბის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოვსარმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა:

"UFC, ილია ბუმერანგ თოფურიასთან უთანხმოების მოგვარების საშუალება მომეცით. მოდით ეს ლონდონში, 19 მარტს გავაკეთოთ! მზად ვარ, ამ მსუქანს საშუალო წონაშიც კი ვეჩხუბო! პ.ს. შენ კი ვარდისფერი პიჯაკის წამოღება არ გადავიწყდეს!".

ყველაფერს დრო გაარკვევს, შედგება თუ არა ილიასა და ევლოევის დაპირისპირება ამას ორგანიზაციის პრეზიდენტი გადაწყვეტს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დათანხმდება იმედია თოფურია და გაირკვება ამ ორს შორის ვინ ლაპარაკობდა ბევრს. იმედია მოუგებს ჩვენი
ეს უკვე საინტერესოა
01:22 23-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული