მოვსარ ევლოევმა ქართველებს მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა!
ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ინგუშები ჩენი ძმები არიან. ყველაზე დასაფასებელი კავკასიელები ჩემთვის, თავიანთი ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო. რაც შეეხება ამ ვაჟკაცს: თვითონ დაიწყო კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო?! - ღირსეულად უნდა გაცე პასუხი ყველას და არა მისივე შეცდომები გამიმეორო.
მგელუკა
11:49 24-01-2022
1
რატო ბლატაობს ეს თოფურია ამდენს და ასე წინასწარ,რო გაიგდოს ამ რუსმა ახლა მერე რას იტყვის ? პატივისცემით უნდა მოეკიდო ყველა სპორტში ნებისმიერ მეტოქეს.თორე თუ გაგიგდებს წიხლქვეშ მერე საათქმელიც არაფერი გექნება
ზაზა
03:56 24-01-2022
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული