მოვსარ ევლოევმა ქართველებს მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა!
ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ღირსეული მოქცევაა, პატივისცემას იმსახურებს!
ფერნანდო
23 იანვარი 2022 22:22
0
ძალიან ღირსეული და თბილი სიტყვებია! პატივისცემა მოვსარს!
ვახო...
23 იანვარი 2022 18:40
0
ხო, ვალდებულები არიან ერთმანეთს ისეთივრამეები ელაპარაკონ რომ თითქოს გრადუსიბაწიონ, მარკეტინგული სვლაა, ბრძოლისბშემდეგ კი ერთმანეთი შეაქონ მეტ ნაკლებად
სხვა რამე
23 იანვარი 2022 19:39
0
ყველა კავკასიელი ერი ჩვენი მონათესავეა. ერთ ჰაფლოჯგუფზე ვართ აღმოცენებული ადიღე-ჩერქეზები (აფხაზების და ყაბარდოელების ჩათვლით), დვალ-ოსები, ნახები (ჩეჩენ-ინგუშები) და დაგები (ლეზგინები, ავარები, ლაკები) ჩვენი დაკარგული ძმებია. ყარაჩაელები, ბალყარელები, დიდწილად აზერები და აღმოსავლეთის თურქებიც მართალია არაკავკასიურ ენებზე ლაპარაკობენ, მაგრამ გენეტიკა დიდწილად ჩვენებური აქვთ. თუმცა ერთი პრობლემაა რამაც დაგვაშორა, მათ ჩვენგან განსხვავებით თავიანთი რელიგია დააგდეს და მუსულმანურ წესზე გადავიდნენ, გვებრძოდნენ ჯერ თურქებთან ერთად და ახლა რუსებთან ერთად გვებრძვიან. მაინც ჩვენი ძმები არიან და ვაპატიებთ ყველაფერს, იმედია გონზე მოვლენ.
გეკა
24 იანვარი 2022 01:14
8
რა ძნელი გასარკვევი ეს არის, მუქარები და შეურაცყოფები ერთგვარი პიარკამპანიაა, რეკლამაა, შოუს ელემენტია ტემპერატურის აწევაა
rigiti
23 იანვარი 2022 19:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული