ილია თოფურიას მომავლის შესახებ ესპანური გამოცემა elespanol-ი წერს:

"თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. იანვრის თვეში არშემდგარი (ექიმებმა წონის კლება აუკრძალეს) ორთაბრძოლის შემდეგ ხმები გავარდა, რომ როგორც მინიმუმ, ივნისის თვემდე ქართველი რვაკუთხედში ვერ გავიდოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, ილია მომდევნო დაპირისპირებას ლონდონში ჩასატარებელ ღონისძიებაზე (მარტში) გამართავს. მაშასადამე, ოცნებისკენ სვლაც გაგრძელდება. მოგეხსენებათ, "მატადორის" მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა გახლავთ.

ილია და ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა ვაითი ერთმანეთს ლას-ვეგასში შეხვდნენ, რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველ-ესპანელი ლონდონში იბრძოლებდა. ეს პირველი სიახლეა, მეორე კი ისაა, რომ წონითი კატეგორია შეიცვალა, ახლა "მატადორი" მსუბუქ დივიზიონში გადავა, სადაც გამოდიოდა ხაბიბ ნურმაგომედოვი და დღემდე მონაწილეობს კონორ მაკგრეგორი.

ილიამ დანასგან დაპირება მიიღო, რომ თუ 5 საუკეთესო მებრძოლში მოხვდებოდა, ბრძოლას ესპანეთში ჩანიშნავდა, მოგეხსენებათ, თოფურიას ოცნებაა ბრძოლა სწორედ ესპანეთში გამართოს, რაც EL ESPAÑOL-თან ინტერვიუშიც დაადასტურა:

"ჩემი ოცნება არა მხოლოდ ისაა, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდე, არამედ მინდა ესპანეთშიც ვიბრძოლო. იქ დიდი ხნის განმავლობაში არ ვმონაწილეობდი და ალბათ, მათთვის ოცნებაცაა ჩემი იქ გამოსვლა" - განაცხადა მებრძოლმა.

ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ ილიამ Eurosport-თან დანას დაპირება გამოააშკარავა:

"ჩემი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობა და ესპანეთში ბრძოლის გამართვაა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, თუმცა მითხრა, რომ თუ რეიტინგში 5 საუკეთესო მებრძოლში შევიდოდი, ესპანეთში ვიბრძოლებდი".

გამოწვევა და დაპირება თოფურიამ მიიღო. მსუბუქ წონაში უამრავი გამოცდილი და სხვადასხვა შესაძლებლობის მებრძოლი ელოდება, როგორებიც არიან კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, მაიკლ ჩენდლერი, ტონ ფერგიუსონი და კლასიფიკაციის ლიდერი ჩარლზ ოლივეირა.

თავდაპირველად "მატადორის" კონკურენტი არცერთი ზემოხსენებული მებრძოლი არ იქნება. პირველ რიგში, ჯეი ერბერის დამარცხება მოუწევს. ინგლისელს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, თუმცა, ამ შედეგისდა მიუხედავად, მაინც საშიშ მებრძოლად რჩება. მოგეხსენებათ, კარიერაში უკვე მოახერხა Cage Warriors-ის ტიტულის მოპოვება" - წერს ესპანური გამოცემა.

სოსო
სხვა წონაში გადასვლა,ვარჯიშის მეთოდიკის შეცვლასაც ნიშნავს,რადგან ყოველ წონას,განსხვავებული სპეციფიკა აქვს.ცხადია,თოფურიას დრო დასჭირდება ახალ წონაში გაშინაურებისათვის.იმედია უმტკივნეულოდ შეძლებს ამ პერიოდის გავლას და კვლავ წარმატებულ კარიერას გააგრძელებს,თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება.
რონი
აბა ინგუშს იმას ვუზავ ამას ვუზავო? ნაკლები ჭამე ჯიგარ ნაკლები ;)
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
[VIDEO] ჩიმაევის პირველი მარცხი კარიერაში - შონ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია
როგორია ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმმა განცხადება გააკეთა
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
[VIDEO] მეგობარი დაიცვა - ილია თოფურიას ღირსეული ქმედება პრესკონფერენციაზე
"პატარა ნაძირალა, იდიოტი და გამოშტერებეულია... მდიდარიც არ ხარ და..." - თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!