უკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების რუსი მებრძოლი ვლადიმირ მინეევის ძმა პიოტრ მინეევი უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენმა ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა. 

"მეგობრებო, ცა ჩამოიქცა და მიწა გადატრიალდა, ცხოვრება რაკიდალურად შეიცვალა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებით," - დაწერა მინეევმა, რომლის ძმაც რუსეთის არმიაში კონტრაქტით მსახურობდა და მისი ბრიგადა დისლოცირებული ულიანოვსკში იყო, უკრაინის საზღვრიდან 1600 კილომეტრის მოშორებით. 

მედიაში აქტიურად განიხილავენ, რომ ვლადიმირის მიერ დაწერილი წინადადების ბოლო ნაწილი (მაგრამ მაინც არ ვჩერდებით) უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ამბობს. გერმანელი
პროფესორი ვილჰელმ შვიობელის სიტყვები რომ გავიხსენოთ, "თუ სიმართლის თქმა მხოლოდ ჩურჩულით შეგვიძლია, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ხელში მტრებმა ჩაიგდეს"...

თავად ვლადიმირ მინეევი AMC Fight Nights-ის ჩემპიონი გახლავთ. 32 წლის სპორტსმენს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.

altუკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

altრუსებს რასისტულად ვექცევით - გერმანელი ევროპარლამენტარი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩურჩულით ლაპარაკი ნაცების დროს რომ იყო რუსეთში ახლაც კი არ არის ალბათ.
odala
17:54 13-03-2022
53
ერთხელ ბიჭები ვიდექით ბირჟაზე და უცებ პოლიციის მანქანა ჩერდება და გადმოდიან მოძველბიჭო პოლიციელები და აბა რომელს არ მოგწონთ ეს მთავრობაო ხმამაღლა თქვითო, ერთ-ერთი მეზობლის დარეკილი იყო რომ ბიჭები დგანან უბანში დ მთავრობას ლანძღავენო, ესეთი ცხოვრება ენატრება ეხლა ზოგ-ზოგიერთებს
მამუკა
02:51 14-03-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული