ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველდღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, შენ ეს უნდა შეძლო-მეთქი!"

AutoSharing Option
UFC-ში ვი­ღაც იბ­რძვის დი­დე­ბის­თვის, ვი­ღაც ფუ­ლის­თვის, ზო­გის­თვის ეს უბ­რა­ლოდ ჰობი და საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, თუმ­ცა მარ­ლონ "ჩიტო“ ვე­რას­თვის ოქ­ტა­გონ­ზე თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ტარ­დე­ბო­და. UFC-ის პირ­ვე­ლი ეკ­ვა­დო­რე­ლი მებ­რძო­ლის გზა ურ­თუ­ლე­სი იყო. ის ოქ­ტა­გონ­ზე გა­დი­ო­და "ფა­რით ან ფარ­ზე“ დე­ვი­ზით და თან იმა­ზე ფიქ­რობ­და, რომ მის პა­ტა­რა შვილს ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და.

მარ­ლო­ნი 19 წლის იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე 17-ის, რო­დე­საც შვი­ლი - ანა პა­უ­ლა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ექი­მებ­მა აც­ნო­ბეს, რომ გო­გო­ნას უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბა - მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი ჰქონ­და. ეს
არის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­ხის კუნ­თე­ბის მუ­შა­ო­ბას არ­ღვევს და სა­უ­ბარს არ­თუ­ლებს. მსგავ­სი სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს უჭირთ მი­მი­კის მი­ღე­ბა, ხში­რად ელამ­დე­ბი­ან, უჭირთ სა­უ­ბა­რი და საყ­ლა­პა­ვი რეფ­ლექ­სე­ბიც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ.

Sportall.Ge

"ჯერ კი­დევ კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვით, ახა­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი იყო, როცა ექიმ­მა გვაც­ნო­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ამან გული გა­მი­ტე­ხა. ყვე­ლა მამა ოც­ნე­ბობს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც მი­ზე­ზის გამო ხდე­ბა და ღმერ­თს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის თა­ვი­სი გეგ­მა აქვს. ზუს­ტად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გვხდის ძლი­ე­რებს და გვა­ი­ძუ­ლებს, რომ ვიბ­რძო­ლოთ", - ჰყვე­ბო­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ლო­ნი.

ანას კუნ­თე­ბის ტო­ნუ­სი იმ­დე­ნად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ბავ­შვს ღი­მი­ლიც არ შე­ეძ­ლო. როცა წა­მო­ი­ზარ­და, ძლივს ლა­პა­რა­კობ­და. მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ამ კუნ­თე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. თუმ­ცა მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი ძვი­რია. ამი­ტო­მაც ახალ­გაზ­რდა მა­მამ მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ჭი­რო ფი­ნან­სებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და.

Sportall.Ge

ვე­რამ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, რომ ანას ღი­მილს ნე­ბის­მი­ერ ფა­სად და­უბ­რუ­ნებ­და. მებ­რძოლს ფული არ ჰქონ­და, თუმ­ცა 2014 წელს UFC-ის რე­ა­ლი­თი შო­უ­ზე მოხ­ვდა, გა­და­ბარ­გდა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და 2014 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრაქ­ტიც მი­ი­ღო.

მარ­ლო­ნის შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ი­ნა უაითი და­ინ­ტე­რეს­და. ბოსს მებ­რძო­ლის­თვის კარ­გი სი­ახ­ლე ჰქონ­და.

"შენი შვი­ლი ლას-ვე­გას­ში სა­უ­კე­თე­სო ექი­მებ­თან გა­ივ­ლის გა­მოკ­ვლე­ვებს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ, მოგ­ვწონს შენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე­ბით“, - უთხრა უა­ით­მა "ჩი­ტოს“.

უა­ით­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, ანა სა­უ­კე­თე­სო ექიმ­თან გა­უშ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბიც თა­ვის თავ­ზე აიღო. თუმ­ცა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დეგ პროგ­რე­სი არ ყო­ფი­ლა. მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა კი ურ­თუ­ლე­სია და, რო­გორც წესი, ყვე­ლა ქი­რურ­გი არ თან­ხმდე­ბა.

ვერა მიხ­ვდა, რომ სი­ტუ­ა­ცია სა­კუ­თარ ხელ­ში უნდა აეღო. ძლივს იპო­ვა ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას და­თან­ხმდა. ოპე­რა­ცია 50-80 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სპორტზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ვერ ახ­დენ­და - UFC-ში გა­დას­ვლის შემ­დეგ 3 ბრძო­ლი­დან მხო­ლოდ ერთი მო­ი­გო. მე­სა­მე ბრძო­ლა, რო­მელ­საც დე­ი­ვი გრან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თავ­და, ვე­რას­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. თუ გა­ი­მარ­ჯვებ­და, მი­ღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვიხილო გაგრძელება?
asdasdqwfdsfcfwq
12:02 10-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული