სასწაული ნოკაუტი - დოლიძემ UFC-ში მეოთხედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ (10-1) ოსტინში მიმდინარე ღონისძიების გახსნით ჩხუბში 29 წლის ამერიკელი კაილი დოკასი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და კარიერაში მე-10, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კი მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

რომანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქე ძლიერი ჰუკით ნოკდაუნში პირველივე წუთზე გაუშვა. ქართველმა დომინაცია შეინარჩუნა და მარცხენა მუხლის დარტყმით მოწინააღმდეგე ისევ ძირს დააგდო, პარტერში კი ძლიერი დამატებებით დაანოკაუტა კიდეც. რაუნდის დაწყებიდან მხოლოდ 1 წუთი და 13 წამი იყო გასული.

33 წლის ქართველმა UFC-ში ნოკაუტით მეორე შეხვედრა მოიგო, ჯამში 5
მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და სანახაობრივი ნოკაუტის შემდეგ რეიტინგში საგრძნობი წინსვლა ელის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომანაააა,ნადიროოოო ❤️
ჯელა
19 ივნისი 2022 00:50
0
მაგ ბიჭის სახელი იკითხება როგორც ქაილ. ქაილ ლაური, კალათბურთელი მაინც არ გაგიგიათ? ქაილი ქალის სახელია. ჩემს ცოლისდას ერქვა :)
odala
19 ივნისი 2022 00:51
6
ჰო, კარქი, დაწყნარდი. შენ ეგ მითხარი, სად არი ეგ შენი ცოლის და?
პაპა
21 ივნისი 2022 16:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული