სასტიკი ნოკაუტი - რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მე-6 ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი ფილ ჰოუსს პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. 

ბათუმელმა სპორტსმენმა მეტოქეს ძირს მიმდინარე ორთაბრძოლისას ფეხი ძლიერად დაუზიანა, შემდეგ მოწინააღმდეგე უძლიერესი დარტყმებით გათიშა. 

რომანმა კარიერაში მე-10, UFC-ში კი მე-5 გამარჯვება იზეიმა. დოლიძემ ზედიზედ მეორედ მოახერხა დაპირისპირების პირველ რაუნდში ნოკაუტით მოგება. 

საშუალო წონაში მოასპარეზე ქართველი მომდევნო ბრძოლაში, სავარაუდოდ საუკეთესო 15-ეულის წევრს ეჩხუბება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ღირსეული კაცი ხარ რომან, ერთხელაც არ დაურტყია მტკივან ფეხზე, და ჰოუსის ფეხის ტრავმის მერე მარტო თავში აკეთებდა დარტყმებს, იმაზე აღარაფერს ვამბობ ეგრევე რომ არ შეუტია და აცადა, კაცი ხარ რა...
ირაკლიუსი
10:32 30-10-2022
0
რომან მონსტრაძე. :) წარმატებებს ვუსურვებ!
რატი
11:24 30-10-2022
0

სიახლეები პოპულარული