რატომ არის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება ქართულ MMA-სთვის ყველაზე დიდი მიღწევა?

AutoSharing Option
რატომ არის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება ქართულ MMA-სთვის ყველაზე დიდი მიღწევა? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს...

პოლიტიკურ-ისტორიული

მერაბმა დაამარცხა რუსებს შორის ყველაზე რუსი მებრძოლი. მოგეხსენებათ, UFC-ში ბევრი რუსია, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელები, თუმცა ტიპურ რუსებსა და კავკასიელ რუსებს შორის მაინც დიდი სხვაობაა. პიოტრ იანი ტიპური რუსივით, მობოროტო, ბულერი, ცივსისხლიანი, უზრდელი, გამომწვევი და იმპერიალისტური განწყობების მატარებელი ადამიანია. მთელი ამ წლების განმავლობაში, მერაბის თქმის არ იყოს, ყველას ზემოდან უყურებდა. არავის ანგარიშს არ უწევდა და მიუხედავად ორი მარცხისა, რომელიც, კი ბატონო, შესაძლოა, ახლო გადაწყვეტილებებით იყო, დასკვნები
მაინც არ გამოჰქონდა. სიტუაციას კიდევ უფრო განწყობები ამძაფრებდა. მაგალითად, იანი აფხაზეთში დასეირნობდა და ერთი გასეირნებაც კი საზიზღარ პოსტად გამოაცხო. მან ოკუპირებულ აფხაზეთს "რუსეთის მეზობელი რესპუბლიკა" უწოდა. ჯერ ერთი, სამაჩაბლო-აფხაზეთის საკითხი რუსეთსა და საქართველოში აქტუალურია და მარტო მაქედან მაინც იცოდა ან ზოგადი წარმოდგენა ექნებოდა, რას ნიშნავდა ქართველისთვის ეს სიტყვები. მეორეც, საბრძოლო სამყარო საკმაოდ მჭიდროა. მებრძოლებს ხშირად აქვთ ერთმანეთთან გადაკვეთა და ინფორმაციები მათ შორის ზიარდება. მებრძოლები არ არიან რობოტები და სპორტის მიღმა საუბარი შეუძლიათ. გამორიცხულია, იანისთვის ვიღაცას მაინც არ ეთქვა, რომ მსგავსი მიდგომა გამომწვევი იქნებოდა რიგი გულშემატკივრისთვის. თანაც, "მეზობელი რესპუბლიკა" - უკვე პროვოკაციულია. რამდენი ადამიანი მოიძებნება, ვინც სამოგზაუროდ მიდის და წერს, რესპუბლიკა ტაილანდი, რესპუბლიკა იტალია, რესპუბლიკა ბელგია და ასე შემდეგ. ანუ სპეციალურად დაწერილი ტექსტი იყო. ამას სხვა არავინ იზამდა, თუ არა იანისნაირი ტიპური იმპერიალისტური განწყობის ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი გამოკვეთილი რუსული ხასიათის ადამიანია, მერაბსაც შესაბამისად პირადული "მუღამი" ჰქონდა, ვიდრე მხოლოდ წმინდა სპორტული. თორემ დღეს უმარ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევიც გადაეკვეთნენ და საკმაოდ თბილი, ურთიერთპატივსაცემი შეხვედრა ჰქონდათ.

სპორტული

UFC-ის ქართული ისტორია ლევან მაყაშვილით იწყება. "ბიზკმა" სადებიუტო შეხვედრა 2015 წელს ჩაატარა. იმის შემდეგ 8 წელიწადი გავიდა და ეს დრო იყო იმისთვის საჭირო, რომ კონკრეტულ დივიზიონში ქართველი მებრძოლი რეიტინგის #1 მებრძოლი ყოფილიყო. 8 წელი შესაძლოა ვინმესთვის უზარმაზარი და ძალიან ხანგრძლივია, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც თან მშენებლობებზე მუშაობდა და თან ვარჯიშობდა, საკმაოდ ხანმოკლე პერიოდია. UFC-ის პირველობა იმ პირობების გათვალისწინებით, რასაც ქართველი მებრძოლები გადიან, დაახლოებით თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში მოხვედრაა. ხომ წარმოუდგენლად ჟღერს? ჰოდა, აი, ამ კალიბრის მებრძოლია დვალიშვილი. მსოფლიოს ელიტარული ორგანიზაციის, ელიტარულ მებრძოლებს შორის პირველ ადგილზეა. გახდება თუ არა ჩემპიონი, მხოლოდ მემკვიდრეობის საკითხს გაუმყარებს, თუმცა უკვე ამ შედეგით სიამაყე უსასრულოდ შეგვიძლია.

ჩემთვის დღეს მერაბ დვალიშვილმა ტიტულზე მეტი მოიგო. ამ დღის მერე ტიტულის და ტიტულების მოგებას ვიზეიმებთ, თუმცა კონკრეტულად ეს გამარჯვება ყოველთვის მაღლა იდგება, ვიდრე UFC-ის ოქრო.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ვის რა პასუხი უნდა მოსთხოვო? დედა გყავს მამა თუ რუსი ეს შენი ტრაგედიაა. და პუტინის სიყვარული დღეს შენს ჯანმრთელობის პრობლემაზე მეტყველებს.
კომბლეს
15:16 14-03-2023
8
ჩვეულებრივი რუსი ღორია. ჰოდა გაასია ცემით ჩვენმა ბიჭმა ეგეც და რუსეთუმეებიც.
გიორგი
17:37 14-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული