შვედური frontkick-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 10 ივნისს, კანადაში გასამართ UFC-ის 289-ე ღონისძიებაზე დაუბრუნდება.
ქართველი "ვიკინგის" მოწინააღმდეგე კანადელი ჯონ მაკდესი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მებრძოლები კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
შეგახსენებთ, გურამს ორგანიზაციაში 1 მოგება და 1-იც წაგება აქვს (გაიმარჯვა მატეუშ გამროტთან, დამარცხდა - დამირ ისმაგულოვთან).