ნახეთ, როგორ ამხნევებდა სერხიო რამოსი ილია თოფურიას ბრძოლის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯექსონვილში (ფლორიდა) გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

აღნიშნულ ღონისძიებას კი არაერთი ცნობილი სპორტსმენი დაესწრო, მათ შორის სერხიო რამოსიც. ესპანელი ბრძოლის დაწყებამდე ილია თოფურიას პირადად გაესაუბრა, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, თოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0) და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.

altილია თოფურიამ ჯოშ ემეტი გაანადგურა - შემდეგი გაჩერება საჩემპიონო ბრძოლა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ვუყურე მაგ ბრძოლას ესპანურ არხზე
კომენტატორები ლამის ტელევიზორიდან გადმოხტნენ. თითქმის ყველა წინადადებაში საქართველოს ახსენებდნენ
Ava
23 იანვარი 2024 19:10
0
ილია მაგარი ქართველი ხარ და გენაცვალე, ერთი სათხოვარი გვაქ შენიანებს რო ყველას დაანახო რო ქართველი ხარ, ქართული სული გაქ, და ქართულ დროშას დაიცავს სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მალე მოგველიცოს ჩემპიონობა მეგობარო.
კახაბერი
25 ივნისი 2023 23:38
2
ცრემლები მადგება თვალებზე ამის გულზე, რომ გესმოდეთ რას ნიშნავს ეს და ვინ არის სერხიო რამოსი. ან როგორ არ შეიძლება გიყვარდეს ესპანეთი
Sakartvelo - Espaneti.
25 ივნისი 2023 20:56
9
სერხიო რამოსი იყო და არის ყველაფერზე წამსვლელი უბინძურესი ფეხბურთელი და მაგისთანა ესპანელმა ლეგენდამ, გვარად ანხელმა, ჩვენი დათო ყიფიანი ჩამოაშორა ფეხბურთს...დიდი ფეხბურთელობა ავტომატურად დიდ კაცობას არ ნიშნავს...
თავად თუ გესმის
26 ივნისი 2023 08:58
6
იცით რა მიკვირს? (თუმცა ეხლანდელ დროში, რაღა უნდა გვიკვირდეს?) ისეთი ფეხბურთელი როგორიც რამოსია როგორ, გაუშვეს რეალიდან? ასევე ბარსადან ლეო მესიც! არ ვიცი, ამ კლუბების მაფიოზა პრეზიდენტებს, რას გაუგებ კაცი?!
??????/
25 ივნისი 2023 16:38
2
ძეგლი უნდა იდგეს ბერნაბეუზე სერხიო რამოსის
S.4!
25 ივნისი 2023 20:57
3
სერხიო რამოსი - კაცების კაცი. წარმატებები ილიას
ლაშა
25 ივნისი 2023 13:34
3
მიხარია, რომ მისი სახელის გასწვრივ საქართველოს დროშაა გამოსახული, მიხარია, რომ ქართულად საუბრობს, მიხარია, რომ თავისი ძმა ქართულად ამხნევებს ხოლმე ბრძოლის დროს (თუმცა ესეც ტაქტიკური მგონია, რომ ვერავინ გაიგოს), ვუყურე და ვგულშემატკივრობდი, მაგრამ რაც მეტს ვუსმენ ილიას, უფრო ნაკლებს ვიგებ მისი პირიდან სიტყვა 'საქართველოს'. საქართველოზე თითქმის არ საუბრობს, სულ - ესპანეთზე. საკუთარ მამას რაღაც ვიდეოში ესპანურად ესაუბრებოდა. მაინც და მაინც ქართველობას ვერ ვატყობ. ან შეიძლება მარკეტინგული სვლაა, რომ ესპანეთში და ესპანურენოვან სამყაროში მოიპოვოს მხარდაჭერა და ფინანსები, მაგრამ საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს ვერ ვატყობ. სამწუხაროა.
odala
25 ივნისი 2023 12:53
11
რუსული არხიდან ვუყურებდი და რუსმა კომენტატორმა თქვა ყველაფერი გავიგე რაც უთხრაო და თვითონაც გაიმეორა ეასაც ძმა ეუბნებოდა ილიას :))
გიორგი
25 ივნისი 2023 21:29
3
ბასილაშვილი და ხოჭოლავა!!! ერთნაირი უმარილო და უჯიგრო ტიპები არიან,პირადი ცხოვრების მეტი არაფერი აინტერესებთ!!!!!
odala s
25 ივნისი 2023 17:19
8
ყველა გამოხმაურება
უდიდესი პატივია სერხიო რამოსის მხრიდან ასე ამგვარი დაფასება!
ბრავო!
ლაშა
25 ივნისი 2023 11:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული