
ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც დასტინ პორიესა და ნეიტ დიაზის ბრძოლა გადაიდო.
"ნეიტსაც და დასტინსაც სურდათ ეს ბრძოლა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, UFC-საც უნდოდა, თუმცა ორგანიზაცია დაპირისპირებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაატარებს - თუ დიაზი კონტრაქტს გაახანგძლივებს.
ამავდროულად, ისინი ნეიტს ჰპირდებიან, რომ კონორ მაკგრეგორს შეახვედრებენ, რაც თავისთავად არცთუ ისე ცუდია, თუმცა ამისთვის მხარეებს შორის ფინანსური შეთანხმება უნდა შედგეს" - წერს ჰელვანი.
შეგახსენებთ, პორიესა და დიაზის ბრძოლა უახლოეს თვეებში უნდა ჩატარებულიყო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით