ისტორიაში პირველად - ქართველი UFC-ის ქამარზე იჩხუბებს!

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითის თქმით, ორგანიზაციამ თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარზე ჩხუბი ჩანიშნა - ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ოქტაგონზე ილია თოფურია გავა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ტიტულისთვის ბრძოლას ქართველი სპორტსმენი ჩაატარებს. 

ვოლკანოვსკის UFC-ში მხოლოდ ორი მარცხი აქვს - ორივეჯერ მსუბუქი წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ილია თოფურიას კი კარიერაში წაგება არ აქვს - ქართველმა "მატადორმა", ჯამში, 14 ჩხუბი მოიგო, აქედან ექვსი კი, UFC-ში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სერიოზული ჩხუბი აიწევა. უმაღლესი დონეა ორივე მებრძოლი. ვოლკანოვსკი თავის წონით კატეგორიაში ჩემიაზრით ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია ამიტომ ძალიან სერიოზული გამოცდა ელოდება ილიას. თუმცა ვოლკსაც სერიოზული გამოცდა ელოდება ილიას სახით
ქართველი
07 ნოემბერი 2023 02:59
1
and new champion ufc ilia topuria !!!
გიო
07 ნოემბერი 2023 02:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული