"რას ველოდები ვოლკანოვსკისგან? განსაკუთრებულს არაფერს... მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ " - რა თქვა "მატადორმა" პრესკონფერენციაზე

AutoSharing Option
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.

თოფურიამ პრესკონფერენციაზე ვოლკანოვსკისთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ვიცი, რომ წინ რთული ბრძოლა მელოდება, თუმცა ამისთვის 100%-ით მზად ვარ. ჩემს გზასა და გეგმებს მივყვები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სტილს ვოლკანოვსკი უბრალოდ ვერ გაუძლებს.

ვისთანაც აქამდე მიჩხუბია, ყველას შესახებ ამბობდნენ, რომ გარკვეულ ასპექტებში ჩემზე უკეთესები იყვნენ, თუმცა რინგზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ.
ალექსი არაფერს შეცვლის და იმავე ტაქტიკით იბრძოლებს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ალბათ, ბევრს იმოძრავებს და უპირატესობის მოპოვებას ამის ხარჯზე ეცდება, თუმცა მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ. ის ჯერ ჩემნაირ მებრძოლს არ შეხვედრია. უბრალოდ გავანადგურებ, ალექსს ნოკაუტის ძალა არ აქვს. 

ვოლკანოვსკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ის ხალხს აუცილებლად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. თუმცა მასზე ბევრად კარგი ვარ. არ არსებობს კომპონენტი, რაშიც ჩემზე უკეთესია. უბრალოდ, მასზე მაღლა ვდგავარ", - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია mmafighting.com-ის მიხედვით

alt"არადა, ძალიან მიხდება" - თოფურია და ვოლკანოვსკი ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ [VIDEO]

alt"ვოლკანოვსკი თუ თოფურია?" - რონალდომ არჩევანი გააკეთა

altმსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თოფურიას პირადად ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ გაამხნევა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ვოლკანოვსკი წარმოშობით სადაურია? ბიოგრაფია ვერსად ვნახე. სად დაიბადა და ა.შ
დავით 67
16 თებერვალი 2024 15:33
0
მამა მაკედონიელი, დედა ბერძენი. ავსტრალიაშია დაბადებული. ბერძნულ-რომაულს ჭიდაობდა ბავშვობაში და მერე რაგბს თამაშობდა. მართლმადიდებელია დიდი ალბათობით..
odala
16 თებერვალი 2024 20:54
0
წარმატებები ბიჭებს.
მესმის ჩხუბისწინ დადგმული სპექტაკლი, მაგრამ ზედმეტია ვფიქრობ ასეთი ბაქიბუქი, როგორც წესი ძლიერი არ იქცევა ასე.
baggio
16 თებერვალი 2024 13:31
2
რა სამარცხვინოდ იქცევიან ტიპები, გული გაგისკდება. ჯერ იყო და ვოლკანოვსკის ქამარი დაუკითხავად აიღო და რომ წაასწრეს, სურათებს ვიღებო თქვა. ვოლკანოვსკის გასაოცრად ადამიანური და ქართული რეაქცია ჰქონდა. ამერიკელი მის ადგილას ჩხუბს დაიწყებდა მაგის გამო, ჩემს საკუთრებას რატომ კიდებ ხელსო. პრესკონფერენციაზე სრულიად ხელოვნურად დაუძაბა და მაკგრეგორის სტილში რაღაც სისულელეებს აკეთებდა. კონორმა ინგლისური მაინც იცის და სიტყვა-პასუხი არ ეშლება. შენ როცა ვერ ბაზრობ წესიერად, ცოტა ნაკლები მაინც ილაპარაკე. დასაცინად გაიხადა საქმე უკვე, იმდენს ლაპარაკობს. დვალიშვილია და რა ცირკს დგამს, გაგიჟდები. სეჰუდომ რუსულად უთხრა 'ია წებია პარვუ'-ო და ამან არც კი უპასუხა. ის მაინც ეთქვა, ეგ რუსულია, მე ქართველი ვარო. არა და საქართველოს დროშა კი დაიხატა მკერდზე. მაგრამ ამ შტერმა მგონი ვერც გაიგო მნიშვნელობა. ეგ კი არა, მგონი ეგონა მექსიკურ-ესპანურად მეუბნება რაღაცასო. ჭიკაძე იყო და რამდენი სისულელე ილაპარაკა კატართან ბრძოლამდე და ისე გაუხიეს თავი, ტიპი 3 წელი ვერ დაბრუნდა. რა გჭირთ, ხალხო, ელემენტარული მოქცევა არ იცით? თითქოს მაგას მაინც ასწავლიან საქართველოში. ჩემთვის ასეთი ხალხის გამარჯვებას ფასი არა აქვს. ასეთები არ უნდა აძლევდნენ მაგალითს მომავალ თაობას. და საერთოდაც თოფურია დიდად არც ქართველობს, სიმართლე ითქვას.
odala
16 თებერვალი 2024 11:24
22
მექსიკურ-ესპანური ?????
ava
16 თებერვალი 2024 11:43
0
დვალიშვილი საერთოდ მექსიკის დროშას აფრიალებდა პრესკონფერენცია ორივემ წააგო მაგრამ წარმატებები ბიჭებს იმედია ორივე მოგებს
თაზო
16 თებერვალი 2024 11:35
0
ილიას წარმატებები იმედია ბრძოლას მოიგებს პრესკონფერენცია სამწუხაროდ წააგო :)))
თაზო
16 თებერვალი 2024 11:21
0
გადამწყვეტი არ არის კომპონენტი, მაგრამ ფეხით ჩხუბში უკეთესია ვოლკანოვსკი. ილია ფეცს საერთოდ არ ხმარობს, მხოლოდ კრივის და ჭოდაობის ილეთებს. თუმცა სხვებსაც შეხვედრია ფეხით მოჩხუბრებს და არ ჰქონია პრობლემა
ფეხით ჩხუბში?
16 თებერვალი 2024 11:18
0
არადა ქონია პრობლემები ფეხი რამოდენიმე კარგი დარტყმა მიიღო უბრალოდ მაგრად გაუძლო და იმათმაც ვერ გამოიყენეს
თაზო
16 თებერვალი 2024 12:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული