"არადა, ძალიან მიხდება" - თოფურია და ვოლკანოვსკი ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.

"როგორც წესი, არავის აძლევენ უფლებას გაჩემპიონებამდე. ზუსტად ეს სხვაობაა ჩემსა და სხვებს შორის" - განაცხადა ილიამ.

ფოტოსესიის მსვლელობისას სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ვოლკანოვსკიც მივიდა და ხუმრობით რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, აღსანიშნავია, რომ მებრძოლები ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის უდიდესი პატივისცემა იგრძნობა, რაც ინტერვიუების მსვლელობისას დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებშიც იგრძნობა.

ალექსი: სანამ დრო
გაქვს, ბოლომდე ერთობი, არა?

ილია: არადა, ძალიან მიხდება.

ალექსი: კი, კი, შეგიძლია ახლა გეკეთოს.

ილია: ვაპირებ გადავიღო რამდენიმე ფოტო.

ალექსი: ახლა გადაიღე რამდენიმე ფოტო, მერე აღარ გექნება.

ილია: მე ვგეგმავ, რომ ახლაც მქონდეს და მერეც.

ალექსი: როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?

ილია: კარგად, მიხდება?

ალექსი: დიახ.

შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

თარგმანი აღებულია Fight Night Georgia-სგან
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვოლკი მაგარი ტიპია მენანება საცემად, მაგრამ არასწორ მხარეს დგას და თან აწყობილი აქვს კარიერა დასაკარგი არაფერი აქვს. მოკლედ მორჩა შენი ბლატავი რა ბრატ
0
მთავარია ილიამ თავის ჩხუბი იჩხუბოს და თავს არ მოახვევინოს მოწინააღმდეგეს იმის ჩხუბი... ყველა დაკომპლექსებული და შეშინებული გამოდიოდა ვოლკისთან... მიდი ილია დასაწყისში ერთი კაი თუ აუყოლე მერე გაგეხსნება მადა და გაიფენ მალევე!!!!
რონი
18:37 15-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული