"ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ, თოფურიასთან მატჩრევანში მსურს" - რა თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ

AutoSharing Option
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თოფურიასთან მატჩრევანში სურს.

"თავიდან კარგად დავიწყე, საწყის წუთებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ მისი უპირატესობა ძალა იყო. ისღა დამრჩენია, ილიას გამარჯვება მივულოცო, მან კარგად იმუშავა.

მატჩრევანში მსურს, არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლა სად იქნება. ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებ. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ბრძოლაში განსხვავებულ შედეგს იხილავთ.

მართალია, რომ თოფურიას მარჯვენათი დარტყმულს ვერავინ აიტანს, თუ მასთან ნოკდაუნში აღმოჩნდები, აუცილებლად გაითიშები.

ილია ძალიან
კარგი ბიჭია. გამარჯვებას ვულოცავ! ვფიქრობ, თოფურიასთან კიდევ ერთი ბრძოლა დავიმსახურე. ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. "მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

alt"Well done, биджо" - მახაჩევი თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურა

alt"იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია" - ჩემპიონის პირველი კომენტარი

alt"ვაიმეე, ბოდიშით რა... ეს რა იყო?" - ბექაური თოფურიას გამარჯვების შემდეგ გაგიჟდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი პიროვნება ყოფილა ვოლკანოვსკი. ნამდვილი ჩემპიონი. ყოჩაღ თოფურიას მართლა ძლიარი ჩემპიონი დაუმარცხებია, რომელიც სულიერადაც ძლიერია. ასეთი სიტყვები არ დაიშურა მოწინააღმდეგის მიმართ.
G.LA
18 თებერვალი 2024 19:50
0
ძაან მაგარი ბრძოლა ქონდა ორივეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს..იმედია როგორც 77 ნომრიანი მაისურებით დადის ბევრი მოზარდი თოფურიას და დვალიშვილის მაისურითაც ასე სიამაყით ივლიან...წარმატებები ქართველ სპორტსმენებს...
Sos
18 თებერვალი 2024 19:20
0
ბიჭო ვოლკანოვსკი, ხომ იცი ნათქვამია "ოცნებას კაცი არ მოუკლავსო" და რა თქმა უნდა არ შენ მოგკლავს. იოსნებე და ამ ოცნებაში დაამთავრე კარიერა, ხომ იცი ნათქვამია: "ძალა აღმართს ხნავსო" და დახნავს ყოველთვის.
ჟორა გაბრიჭიძე
18 თებერვალი 2024 18:47
2
Წაქცეული კაცი ჭიდაობით ვერა ძღებოდაო
jordan beli
18 თებერვალი 2024 18:27
0
თოფურია თავისი ხასიათით და ტანით იაგტერიერს მაგონებს
ჟორა
18 თებერვალი 2024 17:51
1
ვოლკ, მართალია დიდი ჩემპიონი ხარ მაგრამ რიგში უნდა ჩადგე.
გია პაპა
18 თებერვალი 2024 17:31
0
როგორც იქნა დააფასე ქართული მუშტი ხო? ეგ ბოქსში ჩაგიტარდა მასტერ კლასი მეორედ ქართული ჭიდაობის ელემენტებით გასწავლით დაძინებას
რონი
18 თებერვალი 2024 16:57
0
ერთერთი უდიდესი ჩემპიონი იყო ვოლკი ამ ორგანიზაციაში. მაგრამ ახლა ილიას დროა
ხომ ერა
18 თებერვალი 2024 16:24
0
რა გინდა კაცურად მოიქცა და მიულოცა გამარჯვებულს
მიხო
18 თებერვალი 2024 16:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული