მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი (18-4), საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა. ქართველი "მანქანა" ამის შესახებ, გაჩემპიონების დღიდან ჰპირდება გულშემატკივარს. 17:00 საათზე მერაბი უკვე საქართველოში იქნება და აეროპორტში დამხვედრ აუდიტორიას მასთან შეხვედრის საშუალება ექნება. აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

მერაბ დვალიშვილმა ამ გამარჯვებით, საქართველოს მეორე UFC-ს ქამარი მოუტანა. პირველი, რომელმაც ეს შეძლო ქართველი "მატადორი" ილია თოფურიაა (15-0). დვალიშვილს ამ დრომდე 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული