"გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ამ­ბობს, რომ UFC-ის ჩემ­პი­ონ­თან, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლა სურს. ხურ­ცი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს.

"ტე­ლე­ვი­ზია რო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ჩხუ­ბა­რი პარტნი­ო­რი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნი­ორს ვე­ჩხუ­ბე­ბი, "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი" ოღონდ, ისე არა. "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი და "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", ბე­ბე­რი ავ­თან­დი­ლა ხურ­ცი­ძე და დავ­ცხოთ.

მაგ­რამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხ­დე­ბა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა, ერთი წელი მა­ინც. ამ ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ და სა­რე­ი­ტინ­გო ბრძო­ლას....

არც მა­გის ქა­მა­რი მინ­და და არა­ფე­რი, ერთ ათ რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ვე­ჩხუ­ბე­ბი,
თუ გინ­და, 12 იყოს. კი არ მივა მა­ნამ­დე ჩხუ­ბი, მა­ნამ­დე მოვ­ტე­ხავ მა­გას კი­სერს. გავ­თი­შავ, ოღონდ კრივ­ში, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ექ­ნე­ბათ სა­ყუ­რე­ბე­ლი.

კი, მარ­თა­ლია ჩემს ჩხუბს არ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­რაბს ხომ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოვ­ჩნდე­ბი მეც", - ამ­ბობს ხურ­ცი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ, რო­მე­ლიც აშშ-ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხურ­ცი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მე­რა­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

"ამ­ბობთ, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დაო. ვიცი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამით რა? მე თუ არ ვმუ­შა­ობ­დი, ე.ი. რე­კე­ტი­ო­რი ვარ? ახლა მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა არ მაქვს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მეთ­ვლე­ბა, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ სხვა­ნა­ი­რად მო­ვი­პო­ვებ იმას, რაც უნდა მო­ვი­პო­ვო, რა პრობ­ლე­მაა. რინგზე რომ ვი­ჩხუ­ბო, არ შე­იძ­ლე­ბა?! და მე­ო­რე თემა, თქვენც რომ იცო­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სხვებ­მა ეს უკვე იცი­ან, რაც ბრალ­დე­ბა­ში მქონ­და, ხმო­ვა­ნი თუ ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ყველ­გან იყო. სა­სა­მარ­თლო­ში დვა­ლიშ­ვი­ლის ყვე­ლა ვი­დეო გა­მო­ი­ტა­ნეს“, - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში ხურ­ცი­ძე.

მა­შინ მე­რაბ­მა ხურ­ცი­ძეს ასე უპა­სუ­ხა:

"მე არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე­ზე არ და­ვუ­კი­თხი­ვარ პო­ლი­ცი­ას, არ მი­მი­ცია ჩვე­ნე­ბა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მოწ­მე სა­სა­მარ­თლო­ში.

ყო­ველ­თვის, რი­თაც შე­მეძ­ლო, გვერ­დში ვე­დე­ქი გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს, რო­გორც ძმა და რო­გორც მე­გო­ბა­რი. ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩემ­ზე ით­ქვა, არის სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა. არ ვა­პი­რებ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს და ვფიქ­რობ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხი გავ­ცე ამ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას. გთხოვთ ყვე­ლას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს.

მე მარ­თა­ლი ვარ ჩემი ოჯა­ხის, ჩემი კა­ცო­ბის, სამ­შობ­ლო­სა და ღმერ­თის წი­ნა­შე", - წერ­და დვა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 66 /
რომც დაიმდაბლოს ავთოს ბოქსში ვერმოუგებს. ისე კი
urekski
21:19 04-11-2024
1
ამ ფრიკს რაღა უნდა? ამისმა მატარებელმა ჩაიარა.
Guy Taylor
18:28 04-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული