MMAUFC

ბრძოლა ჩანიშნულია - ცნობილია როდის შედგება UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი

ნიკალა მახარობლიშვილი
07:07/21-12-2024
+-

ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 2025 წლის 9 თებერვალს შედგება.

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმა, სუპერმსუბუქ წონაში 26 წლის ავსტრალიელ მებრძოლს კოდი ჰატონს დაუპირისპირდება და მათი ბრძოლა UFC 312-ზე გაიმართება.

ალექსანდრე თოფურიას MMA-ში 6 ბრძოლა აქვს გამართული, 5-ჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ერთხელ კი დამარცხდა.

რაც შეეხება კოდი ჰატონს, ავსტრალიელს MMA-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ჯერ გაიმარჯვა, 1 ბრძოლა კი ფრედ დასრულდა.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2