"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი

AutoSharing Option
UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის თქმით, მას რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, აუცილებლად გაიმარჯვებდა.

"მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გავხდი და საქართველოში დავბრუნდი, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დავინახე, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და აეროპორტის თანამშრომლები ჩემით ამაყობდნენ. განურჩევლად ასაკისა, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი... ჩემს საჩემპიონო ბრძოლას ყველამ უყურა, რადგან ეს უდიდესი მოვლენა იყო. 

მე ვარ ბიჭი, რომელიც საქართველოში დაიბადა, აშშ-ში ბრძოლა დაიწყო და შემდეგ UFC-ის ჩემპიონი გახდა. 

ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი, თუმცა პოლიტიკისგან შორს
ვარ და თავს ვიკავებ, რადგან იქ დიდი სიბინძურეა, არ მინდა ამაში ჩავერიო. მინდა გავაკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამომდის. 

ჩემპიონობის შემდეგ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება მსურდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკეთესი იქნება, თუ სპორტდარბაზში დავრჩები, ვივარჯიშებ და დრამას თავს ავარიდებ", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი (18-4) 19 იანვარს, საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის (18-0) წინააღმდეგ დაიცავს.

წყარო:

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

altოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს

alt"გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 39 /
და რა დაგიშავათ ყაველაშვილმა?
სალომე აკეთებდა კარგ საქმეს და ეგ ჩასვრის ხო?
აქ რო შემოდიხართ და ყაველას,კობის,კალაძეს,ტალახაძეს,ბექაურის,პეტრიაშვილს ლანძღავთ ნეტავ მაგათი მოჭრილი ფეხის ფრჩხილის ფასი მაინც იყოთ რომელიმე
Levani
15:25 31-12-2024
30
კომენტარებს გადავხედე და ერთმანეთს ვჭამთ,არამარტო აქ.რა გვჭირს ვერ გავიგე,ევროპა და განვითარება გვინდა და ელემენტარული განსხვავებული აზრის ატანა არ გამოგვდის.ხომ ერთს მოსწონდეს ვიღაც და მეორეს არა,ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს უნდა ვაგინოთ?! კარგი მართლა გვეყოფა,მოდი რა მტერბის ჯინაზე,იქნება ეს რუსი,ამერიკელი თუ ევროპელი,ხელი გადავხვიეთ ერთმანეთს,გვიყვარდეს და პატივსს ვცემდეთ.განვითარება,წინსვლა,ევროპა,ამერიკა და ყველაფერი კარგი ჩვენს გულებში და გონებაშია,თორემ ზოგიერთი პარიზში კი არა იმის იქეთ რომ წაიყვანო,მაინც იგივე ტუპოი იქნება რაც არის.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ქართველებო,ღმერთს ვთხოვ რომ ერთმანეთი სულ ისე გვყვარებოდეს,როგორც 2024 წლის ივნისი-ივლისის თვეში გვიყვარდა.
საქართველო
16:23 31-12-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული