"წაგებას არ ვიმსახურებდი, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა.

"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება
და 0 მარცხი იყო.

altარის! მერაბ დვალიშვილმა რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
,,უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, დაღესტნელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ქართველ მებრძოლთან არ დამარცხებულა . . ."
------------------------------------------------------------------------

რას ნიშნავს არ დამარცხებულხარ?! თუ არ დამარცხებულხარ მაშინ გამოდის:
1) შენ დაგიმარცხებია, ანუ მოგიგია;
2) არც დაგიმარცხებია და არც მოგიგია ე.ი. ორთაბრძოლა ფრედ დასრულებულა, რაც ფაქტიურად ამ ბრძოლაში წარმოუდგენელია რომ დაფიქსირდეს და რომც ასე იყოს მოგებას მოქმედ ჩემპიონს აძლევენ.

შენ ხვდებოდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რომელმაც კეთილი ნება გამოხატა და შეგხვდა, არადა წესით არ გეკუთვნოდა მასთან შეხვედრა ამ ეტაპზე, რადგანაც ის უნდა მოგეპოვებინა, მან კი შანსი მოქცა, შენ კი ვერ გამოიყენე, ამას უმადურობა ქვია და ეხლა გრძელი ენით ცდილობ ჩემპიონის ვითომ დამცირებას და თავის მართლებას, იმიტომ რომ გიმძიმს ორთაბრძოლამდე გაკეთებული ხმამაღალი დაუკვირვებელი განცხადებების უკან წაღება და მარცხის აღიარება, ასეთი ქმედება ნამდვილად არ არის ღირსეული საქციელი ზოგადად კაცისგან, სპორცმენისგან, კავკასიელისგან, ასაკით, ტიტულით უმცროსისგან.
მოგებას რას უძახი მანდამაინც:
1) ნოკაუტით უნდა მოეგო თუ უფრო მძიმე შედეგით;
2) მახრჩობელა შებოჭვით უნდა მოეგო თუ უფრო მძიმე შედეგით.

ასეთი განცხადებები ნამდვილად არ მოგიტანს არც სიკეთეს და არც სახელს.

მერაბი ღირსეული კაცია, ღირსეული ჩემპიონია!
01-07
11:36 22-01-2025
0
Შეგერგოს წაგებას უნდა შეეჩვიო ხდება ასეც როცა ბევრს ტლიკინებ.მარცხის აღიარებაც ადამიანურად უნდა შეგეძლოს როგორც ტლიკინი
Გულედანი
09:50 21-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული