MMAUFC

დვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

06:35/19-01-2025
+-

დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში ქართველმა მებრძოლმა ისტორია დაწერა. მან ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება ("თეიქდაუნი") დააგროვა. კარიერის განმავლობაში დვალიშვილს 91 გდება აქვს შესრულებული, ჟორჟ სენ-პიერს კი 90 გდება ჰქონდა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
6
ასმათი
(1)
/
Dislike(1)
ასეთი ჩხუბების მაყურებელი როგორ უნდა იყო , კაცმა რომ თქვას, ბებო
12:38:44 PM 1/20/2025
გამოხმაურება(0)
SOS!!!
(1)
/
Dislike(2)
ეჭვი არ მეპარებოდა მერაბის გამარჯვებაში! მერაბ გილოცავ და გისურვებ ახალ-ახალ გამარჯვებებს!
12:43:04 PM 1/19/2025
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2