"მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალეშანდრე პანტოჟას ამავე ორგანიზაციის სუპერ მსუბუქ წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს.

ამის შესახებ ბრაზილიელმა The Fight Bananas Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მერაბთან ბრძოლა და მეორე საჩემპიონო ქამრის მოპოვება ნამდვილად მსურს. თუ შანსს მომცემენ, ეს ძალიან კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, ეს იდეა ხალხმა გააჟღერა და ამ ამბავს მეც მოუთმენლად ველოდები.

ჩემი აზრით, მერაბთან თანაბარი შანსი მექნება, თავდაპირველად ო'მალისთან ჩხუბი მინდოდა, რადგან მან ჩემზე რაღაც ცუდი თქვა, ახლა კი მერაბის ვარიანტს განვიხილავ.

ვფიქრობ, რომ დვალიშვილთან
ფავორიტი ვიქნები, კარგი გრემპლერი ვარ, ჩემი ჯიუ-ჯიცუთი უკმაყოფილო არ ვარ. ვიცი პარტერში როგორ ვიმოძრაო და ამ მხრივაც პრობლემები არ მექნება. ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში ჩავნიშნოთ და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს. ამას UFC-ის აუცილებლად ვთხოვ", - განაცხადა პანტოჟამ.

შეგახსენებთ, MMA-ის კარიერაში პანტოჟას 34 ბრძოლიდან 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველის ანგარიშზე 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

altდვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

alt" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

alt"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი

მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბისგან ვიცი რომ კარგი ბიჭია და პატივს სცემენ ერთმანეთს. ავიდეს პანტოჟა მერაბის წონაში და ვნახოთ ვინ რას იზავს...
მერაბის ჩასვლა მაგ წონაში ჩემი აზრით ძნელი იქნება, მაგრამ ისიცაა, რომ მარტივი რა გაუკეთებია დვალიშვილს?!- ყველაფერი ძნელი და შეუძლებელიც კი შეძლო ამ ლომგულმა ბიჭმა...
მგელუკა
17:13 05-02-2025
0
ანუ ამ ვაჟკაცს ზედა წონის ქამრის მოპოვება სურს სახლიდან გაუსვლელად. ნიჭიერია აშკარად :D
და მერაბს რაში აინტერესებს ეს ბრძოლა ? :D
DATO0105
12:09 05-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული