მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირა დაამარცხა და UFC-ის ქვემძიმე დივიზიონის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ლას ვეგასში UFC 313-ის სატიტულო ბრძოლაში რუსმა მაგომედ ანკალაევმა, ბრაზილიელი ალექს პერეირა დაამარცხა და ქვემძიმე დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ანკალაევმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პერეირამ ქვემძიმე წონითი დივიზიონის ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა, მაგრამ ამის გაკეთება რუსი მებრძოლის წინააღმდეგ არ გამოუვიდა, ეს ბრაზილიელის კარიერაში მესამე მარცხი იყო, 37 წლის მებრძოლს 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ანკალაევს MMA-ის კარიერაში 20 ბრძოლა აქვს მოგებული და მის ანგარიშზე 1 მარცხია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგომედი რუსი არ არის. მისი ქვეყანა დაპყრობილია რუსრეთის მიერ. ეგრე დინამომ რომ თასი აიღო, ჩვენც რუსებს გვეძახდნენ. სწორი იყო? ან ჩვენებს არ უნდა ეთამაშათ?
მწარე
14:45 09-03-2025
7
წარმატებები მაგომედს
პროგრესული ქართველი
14:01 09-03-2025
12

სიახლეები პოპულარული