ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

26 აგვისტოს, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელორუსი ბელორუსი არტსიომ კოზირი გახდა (38,161).

- ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კანოედან წყალში გადავარდა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
უნიკალური შედეგია. გამარჯვებას ვულოცავ ამ მშრომელ კაცს! შეიძლება ითქვას რომ მთელი ქართული ნიჩბოსნობა ამ კაცის მხრებზე დგას.
ლუკა
26 აგვისტო 2017 15:06
0
ვაჟკაცი კაცი ხარ, ნამდვილი მეომარი. რიოში ცოტათი არ გაგიმართლა. ახლა კი, გამოცდილების ფონზე მშვენივრად ასპარეზობ. ვარჯიში არ გააცდინო და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ.
Legion
26 აგვისტო 2017 15:04
1
გილოცავ,მრავალი გამარჯვება გვეზეიმოს:)
geo
26 აგვისტო 2017 14:53
0
ძალიან გაგვახარე!!! მადლობა!!!
დათო
26 აგვისტო 2017 14:33
0
გილოცავ ზაზა ვერცხლს, შემდეგი ოქრო მოგველოცოს, მაგარი კაცი ხარ!
giorgi
26 აგვისტო 2017 14:25
0
ყოჩაღ ზაზა!!!! ეს ბიჭი არის ნამდვილი სპორტსმენის ეტალონი!
პაატა
26 აგვისტო 2017 14:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული