მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველმა იასპარეზა კანოეთი ოლიმპიურ თამაშებში და მე-5 ადგილი დაიკავა
მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველმა იასპარეზა კანოეთი ოლიმპიურ თამაშებში და მე-5 ადგილი დაიკავა.

შარშან 26 აგვისტოს ჩეხურ რაჩიცეში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა, მანამდე კი, ასევე, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე, პლოვდივში უფროსებსა და მერე 23-წლამდელთა ევროპის პირველობებზე მესამე ადგილები დაიკავა.

ზემოაღნიშნული წარმატებების გარდა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ზაზა ნადირაძემ არაერთი გამარჯვებით გაახარა სპორტის ქართველი გულშემატკივარი: მისთვის იღბლიანი იყო 2014 წელიც: გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

იმ შეჯიბრებიდან ორი კვირის თავზე უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ხვდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ნიჩბოსნობაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან პირველი ჯილდო იყო...

ამჟამად ზაზა ნადირაძე ბელარუსში იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება. მას ბრესტში შევეხმიანეთ.

- შარშანდელი სეზონი ოლიმპიადისშემდგომი პირველი წელი იყო და მინდოდა, საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ რიოს ოლიმპიადაზე უკეთ ასპარეზობა შემეძლო. - გვითხრა მან. - ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხე: სამ შეჯიბრებაში მოვსინჯე ძალები და ყველგან მედალი ავიღე - მსოფლიოს თასსა და ჩემპიონატზე, ასევე, ევროპის პირველობაზე.

ისე, მართალი გითხრათ, რაღაც ხინჯი მაინც დამრჩა გულში: როცა ოქროს უმიზნებ, ცხადია, მეორე ადგილი ვეღარ გაკმაყოფილებს. მსოფლიოზე ფინიშამდე 2-3 წამით ადრე დაღლა ვიგრძენი, ეს მცირე დრო კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბელარუს მსოფლიოს ჩემპიონ არტიომ კოზირს ჩემთვის გაესწრო. ვეცდები, დანაკლისი წლეულს ავინაზღაურო.

- ბრესტში დიდი ხანია ემზადები?

- საწვრთნელი შეკრება 5 იანვარს დამეწყო. საქართველოში ზამთრობით, სამწუხაროდ, სავარჯიშო პირობები არ გვაქვს. აქ ყოველმხრივ მიწყობენ ხელს. ადგილობრივი მწვრთნელების - იგორ და ოლეგ რადომსკების ხელმძღვანელობით დღეში ორჯერ ვმეცადინეობ დიდი დატვირთვით.

ამ ბაზაზე არის ნიჩბოსნობის სპეციალური ტრენაჟორები, ძალოსნობის დარბაზი და აუზი გამდინარე წყლით, სადაც ნავითაც ვვარჯიშობ. თუმცა ამჯერად ტექნიკაზე მეტ ყურადღებას გამძლეობას, ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ვუთმობ.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე

სოსო
შენი დროც მალე დადგება.მჯერა. პ.ს.ეს კოდი და შემდეგ ამოსული შეკითხვები რაღა ტაკიმასხარაობაა.მოაშორეთ რა!
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი