ბოდიში, რომ გაწყენინეთ - ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პორტუგალიაში, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძეს ბრინჯაოს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრი დისტანცია ნადირაძემ 40.226 წამში დაფარა და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.

გამოსვლის შემდეგ ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის და ბოდიში, რომ გაწყენინეთ".

Sportall.Ge

პირველი სამეული კი ასე გამოიყურება:

1. არტსიომ კოზირი (ბელორუსი, 39.810), 2. ივან შტილი (რუსეთი, 39.870), 3. ჰენრიკას ჟუსტაუტასი (ლიეტუვა, 40.043).

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნადირაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 40.780 წამში დაფარა და ამ შედეგით მეორე იყო, რითაც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნადირაძის გარდა, გასულ
უქმეებზე ფინალურ ეტაპზე კიდევ ორმა ქართველმა ნიჩბოსანმა იასპარეზა.

მარიამ ქერდიკაშვილმა მონტემორში ორ დისტანციაზე მოსინჯა ძალები. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 500 მეტრი 2.15,437-ში დაფარა და ნახევარფინალში მოხვდა, იქ კი 2 წუთითა და 18.572 წამით მესამე იყო სანეტ ლაკატოშისა (უნგრეთი, 2.15,387) და ლუსია ვალოვას (სლოვაკეთი, 2.16,882) შემდეგ, თუმცა A ფინალში მაინც გავიდა. გადამწყვეტი პაექრობისას ერთი მონაკვეთი პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ მერე აშკარად უკლო ტემპს და საბოლოოდ მერვემ (2.24,365) გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

მარიამმა 200 მეტრზეც იასპარეზა და ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ იქ 50.793 წამით B ფინალში მოსახვედრად 0.1 წამი არ ეყო.

200 მეტრზე ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა კვალიფიკაციაში თავისი გაცურვა საგრძნობი უპირატესობით მოიგო (35.672), მერე ნახევარფინალში (35.421) მესამე იყო - ჩვენებურს კარლოს გაროტემ (ესპანეთი, 35.021) და მანფრედი რიზამ (იტალია, 35.331) გაუსწრეს. სამივე სპორტსმენი A ფინალში მოხვდა.

მედლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე კი ყაველაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და 36.432 წამით მე-9 ადგილს დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გული არ გაიტეხოთ. მოგება და წაგება ძმები არიან. ეს დამარცხება შემდგომი დიდი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს!
0
სტატიის ავტორებო,მეტი ყურადღება მიაქციეთ რიცხვებს!!! როგორ შეიძლება რომ პირველი ადგილის შედეგი იყოს 39,910, ხოლო მეორე ადგილის 39,870?. რა, მეორე უფრო ადრე მივიდა ფინიშთან ვიდრე პირველი? გულს ნუ გაიტეხ ზაზა, მაინც ძალიან მაგარი ხარ, გვეამაყები.
"რიგითი გულშემატკივარი"
11:49 27-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული