ნიჩბოსნობის მსოფლიო თასის პირველი ეტაპის მოგების შემდეგ ქართველემა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ გულშემატკივრებს მიმართა.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა მიმეღწია ამ შედეგისთვის, თორემ მოგება კი არა ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რომ ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა?!" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პოზნანში ზაზამ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

შემდეგი ეტაპი დუისბურგში გაიმართება 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. მსოფლიო ჩემპიონი სპორტსმენის მიერ ყველა შეჯიბრზე დაგროვებული ქულებით გამოვლინდება.

გიორგი
ზაზა გილოცავთ, იძლიერე და მრავალჯერ ასახელე საქართველო!
უბრალოდ კაცი
გილოცავ ნამდვილო ქართველო ადამიანო! და მართალი ხარ რასაც ამბობ იმაში, რომ ქართველები ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ! ღმერთი შენსკენ და სულ წარმატებები!
სოსო
ზაზა გილოცავთ მთლიანად საქართველო , შენ შემართებას , შენს გულს და სულს გაუმარჯოს ესე მაგრად და ჯიგრიანად რომ ბრძოლობ ... შენ რომ მოინდომებ უეჭველი მსოფლიოს აიღებ , იმიტომ რომ მებრძოლი ხარ , შენი გულიც , სულიც და გენებიც იბრძვის და აუცილებლად შეგეწევა უფალი. ღმერთმა ხელიც ,და ფეხიც მოგიმართოს, გაგაძლიეროს და ბედნიერი გამყოფოს ,, ორსავ სოფელსა შინა"...
გიორგი ჯანიკაშვილი
ზაზა,ვამაყობ იმით,რომ მეც იმ ქვეყნის შვილი ვარ,რომელშიც შენ დაიბადე და გაიზარდე.საამაყოა ისიც,რომ ჩემს სამშობლოს შენნაირი თავდადებული პატრიოტი,თავისი საყვარელი საქმის უმაღლესი დონის წარმატებული პროფესიონალი სპორტსმენი ჰყავს.დიდი მადლობა ყველაფერ იმისთვის,რასაც შენ ასე გმირულად,თითქმის მარტო აკეთებ საქართველოსთვის.მოუთმენლად ველოდები შენს ასპარეზობებს და თითქმის მუდამ წინდაწინ ვგრძნობ-ხოლმე-უმედლოდ ზაზა არც დღეს დარჩება.გილოცავ ჩემპიონო!
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი