პრემიერი: საქართველოს მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ღირსეული ადგილი უკავია

AutoSharing Option
"მინდა აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირაში ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ქართველი სპორტსმენების წარმატებებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

"ეს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წარმატებაა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 3 ინდივიდუალური მედალი იქნა მოპოვებული. ასევე გუნდური ევროპის ჩემპიონის ტიტული იქნა მოპოვებული ურთულეს ბრძოლაში. ეს მოჭადრაკე ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად
ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ, ლუკა ღაღანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 22-23 აპრილს, საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოში ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც სამი არის ოქროს მედალი.

პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა ურთულეს ბრძოლაში საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.

"საქართველოს მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ღირსეული ადგილი უკავია", - თქვა პრემიერმა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
kvelaze metad raz gvikvars kartvelebs fexburtia, suls gafavs da aranairi imedi ar gvakvs, rom momavalshi rame gamostordeba am mtavrobis xelshi(((
suliko
15:34 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული