გურამიშვილის გამზირზე სპორტსმენების დაჭრის ფაქტი გახსნილია

AutoSharing Option
გურამიშვილის გამზირზე რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განმატებით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს მუშაობა მათ დასაკავებლად.

"თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად", - განაცხადეს შსს-ში.

გურამიშვილის გამზირზე, "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან" გუშინ ოთხი ადამიანი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2
თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 მსუბუქად დაშავდა, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა სასწავლებლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი დაცვის სამსახურს იარაღი არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული