სპორტული ჟურნალისტიკა - წლის ლაურეატები

AutoSharing Option
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის გამორჩეული სპორტული ჟურნალისტები გამოავლინა და დააჯილდოვა.

ასოციაციის აღმასკომმა იმსჯელა და სპორტულ ჟურნალისტიკაშ დაწესებული ყოველწლიური სახელობითი პრემიები შემდეგნაირად განაწილდა:

მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის გია პლატონიშვილს გადაეცა.

ნუგზარ შატაიძის პრემია სპორტულ ჟურნალისტიკაშ თავგამოჩენილი არაპროფესიონალი სპორტული ჟურნალისტებისთვის გივი გამრეკელმა და გულბათ ტორაძემ გაინაწილეს.

სპორტულ ფოტოჟურნალისტიკაში დაწესებული გურამ თიკანაძის პრემია წილად ხვდა ფოტოალბომს "ქართველები რიოში" და მის ავტორებს - თამარ ყულუმბეგაშვილს და ლაშა კუპრაშვილს.

სპორტულ რადიოჟურნალისტთათვის დაწესებული ჯილდო - ეროსი მანჯგალაძის პრიზი სპორტულმა
რადიო "ჯაკომ" დაისაკუთრა.

წლის ტელეჟურნალისტისთვის განსაზღვრული კოტე მახარაძის სახელობის პრემია 3 თვის წინ მოულოდნელად გარდაცვლილ ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს და კომენტატორს, ალეკო ჯიბლაძეს მიენიჭა და მის ოჯახს გადაეცა.

სპორტულ თემატკიაზე გამოცემული წლის გამორჩეული გამოცემებისთვის დაწესებული ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია გაინაწილეს ლაშა გოდუაძემ ("ბასკებით დაწყებული ისტორია") და დემიკო ლოლაძემ ("მიშა მესხი" და "სლავა მეტრეველი").

ამავე საღამოზე დაჯილდოვდა ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორი თემურ ჯაფარიძე, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიანიჭა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ნაყინის კომპანია "ლიდერი" და გამაგრილებელი სასმელების კომპანია "კამპა".

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული