წელს პირველად, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულმა გუნდებმაც, რომლებმაც საკმაოდ რთულ დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და რომელთა შესაძლებლობებმაც გააკვირვა როგორც შეჯიბრის ორგანიზატორები, ასევე გულშემატკივრები.
Red Bull GergetIt-მა წელს სპორტის ოთხი სახეობა გააერთიანა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები კაიაკში, მეკლდეურობაში, სამთო ველორბოლასა და სამთო სირბილში გამოცადეს.
გამარჯვებული გუნდი ოთხივე სახეობის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოვლინდა. პირველი ადგილი გუნდმა Bike
ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მონაწილე საუკეთესო სპორტსმენები, რომლებიც 500-500 ლარით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრი სოფელ უყანობში დაიწყო და გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. Red Bull GergetIt საერთაშორისო პროექტის Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ ქართულ შეჯიბრში დამატებულია კლდეზე ცოცვა.
Red Bull Dolomitenmann ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად ტარდება და დასავლეთ ევროპაში ყველაზე რთული ესტაფეტის სახელითაა ცნობილი.
შეჯიბრის ორგანიზატორების განცხადებით, ამ გზით ხდება როგორც სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და სპორტსმენების წახალისება, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ვინაიდან ესტაფეტამ დიდი დაინტერესება ჰპოვა, როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ტურისტებში.
Red Bull GergetIt, Red Bull-ის ორგანიზებით და ინიციატივით ჩატარდა. პროექტის თანაორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ და სასტუმრო Rooms Hotels იყვნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა