ვინ არის ჯორჯინა როდრიგესი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა [PHOTO]

AutoSharing Option
ჯორჯინა როდრიგესი 1995 წლის 27 იანვარს, უესკას პროვინცია ჰაკეში დაიბადა, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.

ჯორჯინას მამა ხორხე ედუარდო როდრიგესი არგენტინელია და ყოფილი ფეხბურთელია. 1980 წელს ის დაბალ ლიგებში თამაშობდა, შემდეგ კი ესპანეთში წავიდა, სადაც ჯორჯინას დედას, ანა მარია ერნანდესს შეხვდა. სამწუხაროდ ესპანეთში ხორხემ ფეხბურთის თამაში ვერ გააგრძელა.

როცა ჯორჯინა პატარა იყო, მამას არგენტინული "რასინგის" თამაშებზე დაჰყავდა და გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.

ცნობილია, რომ შემდეგ ხორხე ცოლს დაშორდა და მეორედ იქორწინა, მაგრამ მისი მეუღლე ავტოავარიაში დაიღუპა.

ჯორჯინაზე, სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ცნობილი.
მისი პირველი სამსახური ერთ-ერთ კაფეში ოფიციანტობა იყო. შემდეგ როდრიგესი ინგლისში გადაბარგდა და ბრისტოლების ოჯახს სახლის საქმეებში ეხმარებოდა.

ინგლისიდან ლამაზმანი ესპანეთში დაბრუნდა და მადრიდში "გუჩის" სალონში დაიწყო მუშაობა.

Sportall.Ge

რონალდოსთან შეხვედრამდე როდრიგესს არც ერთი გამოცემა არ აწუხებდა, ხოლო შემდეგ მას ყველა პაპარაცი დასდევდა.

ჯორჯინასა და კრიშტიანოს გაცნობის ისტორიაზე ბევრი მითი არსებობს, რადგან მათი გაცნობის დეტალები ზუსტად არავინ იცის.

ყველაზე პოპულარული ვერსია: ისინი ერთმანეთს მადრიდში, Dolce & Gabbana-ს ღონისძიების ვიპ-ზონაში შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რატომ არჩია რონალდომ ასეული ლამაზმანიდან სწორედ ჯორჯინა.

მეორე ვერსია: ჯორჯინა და რონალდო ერთმანეთს რონალდოს დედამ გააცნო.

მესამე ვერსია: ჯორჯინა როდრიგესი დაქირავებული დედაა, რომელიც რონალდოს შვილებს დედობას უწევს.

Sportall.Ge

ამბობენ, რომ კრიშტიანო და ჯორჯინა პირველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე თვე მალულად ხვდებოდნენ, სანამ ისინი 2016 წლის ნოემბერში პარიზის "დისნეილენდში" არ შენიშნეს. მაშინ პორტუგალიელს პარიკიც კი ეკეთა. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო პუბლიკაში.

Sportall.Ge

პირველ დღეებში, როცა ჯორჯინას რონალდოსთან ურთიერთობა ცნობილი გახდა, ლამაზმანს მაღაზიიდან წამოსვლა მოუწია, რადგან ჟურნალისტები მას პირდაპირ კარებთან ხვდებოდნენ.

2016/17 წლების სეზონში როდრიგესი "რეალის" საშინაო მატჩების ხშირის სტუმარი გახდა.

Sportall.Ge

იანვარში კი, "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე ჯორჯინა რონალდოს, როგორც ოჯახის წევრი ახლდა, რამაც მედია შოკში ჩააგდო.

ივნისის ბოლოს სუროგატმა დედამ რონალდოს ტყუპი, მატეო და ევა გაუჩინა. რამდენიმე კვირაში კი დადასტურდა ჭორები ჯორჯინას მშობიარობის შესახებ.

12 ნოემბრის ღამეს კი ჯორჯინამ რონალდოს გოგონა გაუჩინა, ხოლო რონალდომ "ინსტაგრამში" პოსტი გამოაქვეყნა:

"ახლახან ალანა მარტინა დაიბადა! ჯიო და ალანა კარგად არიან! ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ".

Sportall.Ge

2018 წელს წყვილი დაქორწინებას გეგმავს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული