ორი დიდი ევროპული ბრენდი Rowe და Quattro Freni ქართულ ბაზარზე გაერთიანებული ძალით განვითარებას გეგმავს

AutoSharing Option
კომპლექს "ფუნიკულიორში" საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი იტალიური ბრენდის, Quattro Freni-ს წარდგენის ცერემონიალი გაიმართა და ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის, Rowe-სა და Quattro Freni-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ქართულ და იტალიურ მხარეთა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საფუძველზე, იტალიურმა კომპანიამ, ქართული მხარის ხელშეწყობითა და თანადგომით, გადაწყვიტა ქართულ ბაზარზე შემოსვლა და მოცულობითი ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ახლო მომავალში, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რეგიონს სრულად მოიცავს. შესაბამისად, 2018 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო სერვისცენტრები, რომლებიც ავტომფლობელებს ექსკლუზიურად შესთავაზებენ უმაღლესი ხარისხის სათადარიგო საავტობილო
ნაწილებს, საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს და ასევე, ევროპული სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

პრეზენტაციის ფარგლებში Rowe-სა და Quatro Freni-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის ერთობლივი სამოქმედო გეგმა გააცნეს. ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და საავტომობილო სფეროში მოღვაწე ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელი პირები.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქართულ ბაზარზე Rowe-სა და Quattro Freni-ს შემოსვლას წინ უძღვოდა საკმაოდ მასშტაბური ბაზრის კვლევა, რომელიც განახორციელა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ ACT. კვლევის შედეგებმა აჩვენა ქართული ეკონომიკური გარემოს და ქვეყნის სტაბილურობის დადებითი პარამეტრები, ასევე, ბაზრის ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი, რამაც ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის ინვესტიციის განხორციელებას და საქართველოში შემოსვლას შეუწყო ხელი.

Sportall.Ge

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა Rowe-სა და Quattro Freni-სთვის, რადგან გაფორმდა პარტნიორობის მემორანდუმი. შესაბამისად, საქართველოს ბაზრით ამ ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ამას ძალიან ბევრი საინტერესო გარემოება უძღოდა წინ. ნიშანდობლივია, რომ ორივე კომპანიამ ზედმიწევნით შეისწავლა ქართული ბაზარი, კვლევამ კი ბაზრის განვითარებისა და პოტენციალის საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები აჩვენა, რაც მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა ორივე ბრენდის საქართველოში შემოსვლისთვის.

ორივე ბრენდი არის პრემიუმ კატეგორიის მეგა-ბრენდი და მათი კოლაბორაცია საქართველოს ბაზარზე დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტებს ხარისხის დაცვისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის კუთხით.

რეალურად, ქართველი მომხმარებელი ითხოვს ხარისხს და ორივე ბრენდი მათ განსაკუთრებულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს მიაწვდის. Rowe იწარმოება მხოლოდ გერმანიის ტერირორიაზე, ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიას და წარმოდგენილია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებშიც მყარად და დამაჯერებლად იკავებს პრემიუმ კატეგორიის ნიშას; Quattro Freni კი იტალიისა და რუსეთის ტერიტორიაზე იწარმოება, წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ბაზრებზე და ისიც ასევე პრემიუმ კატეგორიაშია დამკვიდრებული. ასეთი მეგა-ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კომპანიებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც", - განაცხადა Rowe-ს მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმერ ციმაკურიძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

Sportall.Ge

საავტომობილო ზეთებისა და საპოხო მასალების მწარმოებელი კომპანია Rowe გერმანიაში დაარსდა 1995 წელს. დღეისთვის ბრენდი წარმოდგენილია მსხვილი საავტომობილო სერვისებითა და სარეალიზაციო ობიექტებით მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში.

ბრენდი თანამშრომლობს და საავტომობილო სერვისს უწევს ისეთ საავტომობილო მეგა-ბრენდებს, როგორებიცაა: Mercedes-Benz, BMW, Volkswagen, Land Rover და სხვა.

კომპანია ქართულ ბაზარზე ყიდის ერთადერთ პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთს, რომელიც იწარმოება მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე და შეესაბამება გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტებს. Rowe აწარმოებს 11 მიმართულების 80-მდე ქვეკატეგორიის პროდუქტს, კერძოდ: ძრავის ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზი, მანქანა-დანადგარების საპოხი მასალები და სხვა. აღნიშნული პროდუქტები უკვე სრულად არის წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი საქართველოში.

დღეისათვის კომპანია Rowe-ს 60-ზე მეტი სერვისცენტრის მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ხაშურში, გორში, თელავსა და ოზურგეთში. საავტომობილო ნაწილების მწარმოებელ ბრენდ Quattro Freni-ს ავტონაწილები უახლოეს დღეებში ასევე გადანაწილდება Rowe-ს ექსკლუზიურ სერვისცენტრებში და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა რეგიონის და ქალაქის მცხოვრებთათვის.

®
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
daaa ra shuashia AK sporti? :(
rezo
14:22 04-12-2017
0
სამწუხაროდ სხვა აღარაფერი შეგვიძლია, სხვისი ხელის შემყურე ქვეყნად ვიქეცით. რა თქმა უნდა ჩვენში ეს ბევრს ძალიან უხარი. ჩვენ კი გგვგონია რომ დამოუკიდებლები ვართ და დემოკრატიულ და იევროპულ საქართველოს ვაშენებთ!
შოდა
22:42 04-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული