კაპიტანო, დრო ყველასთვის გარბის - კახა კალაძემ პაოლო მალდინის დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
თბილისის მერი და წარსულში საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ფეხბურთელი კახა კალაძე ყოფილ თანაგუნდელ პაოლო მალდინის დაბადების დღეს ულოცავს.

"მილანის" ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი 50 წლის გახდა.

"კაპიტანო, დრო ყველასთვის გარბის, თუმცა ზოგიერთებისთვის ისე გადის, რომ არასოდეს იცვლებიან და ყველაფერი, როგორც ოცნებებში, ხელშეუხებელი რჩება. მე ამ ოცნების შიგნით ვარ, სადაც ათი წელი შენ გვერდით გავატარე, შეუდარებელ ადამიანთან და პროფესიონალთან, რაც სიამაყეს მანიჭებს. ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა გეხვევა. მუდამ შენი მეგობარი, კალა", - დაწერა კალაძემ "ინსტაგრამზე".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული