"მილანის" ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი 50 წლის გახდა.
"კაპიტანო, დრო ყველასთვის გარბის, თუმცა ზოგიერთებისთვის ისე გადის, რომ არასოდეს იცვლებიან და ყველაფერი, როგორც ოცნებებში, ხელშეუხებელი რჩება. მე ამ ოცნების შიგნით ვარ, სადაც ათი წელი შენ გვერდით გავატარე, შეუდარებელ ადამიანთან და პროფესიონალთან, რაც სიამაყეს მანიჭებს. ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა გეხვევა. მუდამ შენი მეგობარი, კალა", - დაწერა კალაძემ "ინსტაგრამზე".