ჩიკაგოში 2011 წელს აღნიშნული ეკლესია მრევლის სიმცირის გამო დახურეს. 7 წლის შემდეგ კი Nike-მა გადაწყვიტა, ახალი სიცოცხლე მიეცა შენობისთვის, რომ მას საზოგადოებისთვის სარგებელი მოეტანა.
ახლა ეკლესიის შიგნით სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სემინარებისა და ლექციებისთვის განკუთვნილი ადგილებია.
ეკლესიის ისტორიული იერის შენარჩუნებისთვის Nike-ს დაკვეთით სპეციალურად დამზადდა ვიტრაჟები. შენობის გახსნა აგვისტოს ბოლოსაა დაგეგმილი.
შენობაში უმაღლესი სკოლის გუნდები ივარჯიშებენ, ხოლო უქმეებზე ყველა მსურველისთვის ღია იქნება.
![Nike-მა ეკლესიისგან "კალათბურთის მონასტერი" გააკეთა [VIDEO+PHOTO] Sportall.Ge](/images/new_photo/2018/AUG1-16/04/nike-6.jpg)