ღონისძიებას დაესწრო კასპის რაიონის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, რაიონის ხელმძღვანელობა, გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე.
კალათბურთის ფედერაციიდან ქალაქს ეწვივნენ გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, გამგეობის წევრი და ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე.
არენა ახალქალაქისა და კასპის მოზარდთა გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. მანამდე კი დარბაზში შეკრებილთ რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ და სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართეს.
- სიმბოლურია, რომ ევროპული სტანდარტების
რეგიონის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ კი იმედი გამოთქვა, რომ ახალი დარბაზი დამატებითი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის კალათბურთში ჩართვისა და სამომავლო წარმატებებისკენ:
- ისინი ხომ მაღალი დონის სპორტსმენებად აღზრდის შემთხვევაში ევროპაში საქართველოს ელჩებად უნდა იქცნენ. ისევე უნდა გვასახელონ, როგორც ამას მოქმედი სპორტსმენები აკეთებენ. ჩვენ კი ყველანაირად შევუწყობთ ხელს.
კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიულოცა კასპელებს მშვენიერი დარბაზის გახსნა და ყოველგვარ მხარდაჭერას დაჰპირდა. პირველი ნაბიჯები უკევე გადადგა - ფედერაციამ კასპის საკალათბურთო სკოლას ფიბა-ს მიერ ლიცენზირებული ბურთები გადასცა.
- რეგიონებში კალათბურთის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სადღეისოდ საქართველოში კალათბურთის ბუმია, რასაც ხელს ეროვნული ნაკრების წარმატება უწყობს. დარწმუნებულები ვართ, ახალ არენაზე სავარჯიშო პროცესში უამრავი ბავშვი ჩაერთვება - განაცხადა გიორგი ზაბახიძემ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით