PES 19-ის საუკეთესო რეიტინგის მქონე ფეხბურთელები ცნობილია

AutoSharing Option
Konami-მ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც Pro Evolution Soccer 2019-ში საკუთარ პოზიციაზე ყველაზე დიდი რეიტინგი მიიღეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა საკუთარ პოზიციაზე პირველია, მეორე ადგილი მანუელ ნოიერს ერგო, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" კარს იცავს. ლიდერთა სამეულს მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკი კრავს.

PES 19-ში საუკეთესო მცველი სერხიო რამოსი და მატს ჰუმელსია, რომლებიც "რეალსა" და "ბაიერნში" გამოდიან.

პირველი ადგილი ნახევარმცველებში კევინ დე ბრუინემ (მანჩესტერ სიტი) და ტონი კროოსმა (რეალი) გაიყვეს. მესამე ადგილი კი ლუკა მოდრიჩმა (რეალი) დაიკავა.

ლიონელ მესი (ბარსელონა) და
კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) თავდამსხმელებს შორის უმაღლესი რეიტინგი მიიღეს, ხოლო მესამე პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარია.

PES 19 PC-ზე, Playstation 4-ზე და Xbox One-ზე 30 აგვისტოს გამოვა.

Sportall.Ge

altKONAMI-მ PES 2019-ის სისტემური მოთხოვნები დაასახელა

altEA Sports-მა FIFA 19-ის სისტემური მოთხოვნები გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული