"როცა კეტრინმა იურიდიული მომსახურებისთვის მოგვმართა, ემოციურად მდგრადი და შეშინებული იყო. 2009 წელს მომხდარი გაუპატიურების შემდეგ ის დეპრესიაში იყო. მას გაუჩნდა პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით და ფიქრები სუიციდზე.
ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები პირად ცხოვრებასა და სამსახურში. ეს რთული პერიოდია კეტრინის ცხოვრებაში - ის პოსტტრავმატული სტრესული მდგომარეობით და დეპრესიით იტანჯებოდა. ახლა ის მკურნალობას გადის და მალე ამ პრობლემების
წყარო ასევე იტყობინება, რომ ადვოკატებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ რონალდომ აღიარა თავის იურისტებთან, რომ კეტრინი სქესობრივ კავშირზე უარს ამბობდა.
გარდა ამისა, კეტრინი მზადაა, 287 ათასი ფუნტი დააბრუნოს (დაახლოებით 372 ათასი დოლარი), რომელიც დუმილისთვის აიღო, სასამართლოში მოგების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ კეტრინ მაიორგამ განაცხადა, რომ 2009 წელს კრიშტიანო რონალდომ გააუპატიურა, ხოლო ლას-ვეგასის პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა.
რონალდო გაუპატიურების საქმეზე: ამას კატეგორიულად უარვყოფ
სკანდალის გაგრძელება: The Sun რონალდოსა და მაიორგას კლუბში ყოფნის ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]
ლას-ვეგასის პოლიციამ რონალდოს მიერ ქალის ანალური გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა