ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო უკვე თბილისშია! [PHOTO]

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო თბილისშია.

პირლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა.

ვიზიტის მიზეზი ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

altანდრეა პირლოს თბილისში ჩამოსვლის კადრები [VIDEO]

ანდრეა პირლომ საფეხბურთო კარიერა "ბრეშაში" დაიწყო. შემდეგ იყო "ინტერი", იჯარით გატარებული დრო "რეჯინაში" და ისევ "ბრეშაში".

ნამდვილ აღიარებას პირლომ "მილანში" მიაღწია, სადაც 284 მატჩი ჩაატარა და 32 გოლის ავტორი გახდა. მისი მომდევნო გუნდი ასევე გრანდი, ამჯერად ტურინის "იუვენტუსი" იყო, რომელშიც პირლომ 119 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო.

კარიერის ბოლო წლები პირლომ, როგორც

უკვე ასაკოვანმა ვარსკვლავმა, აშშ-ში გაატარა და 2015-დან 2017 წლამდე "ნიუ იორკ სიტის" ღირსება 60 მატჩში დაიცვა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვა ეს ჩვენი დამხვედრი რა წელში სამათ მოხრილი ართმევს ხელს პირლო კი გაჯგიმული ჯიბეში ხელ ჩაყოფილი
ალეკო
11:11 02-11-2018
3
რატო ჩამოვიდა???
juventino
10:35 02-11-2018
12

სიახლეები პოპულარული