სლოვაკი, ბერძენი, ახალზელანდიელი - აირჩიე საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო მწვრთნელი

AutoSharing Option
ბერძენი, ახალზელანდიელი, სლოვაკი - ალბათ მიხვდით სამი წამყვანი გუნდური სახეობის მწვრთნელებზეა საუბარი. ილიას ზუროსი, მილტონ ჰეიგი და ვლადიმირ ვაისი. მათი საქმიანობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ სიხარულიც ახლავთ და იმედგაცრუებაც.

მილტონ ჰეიგი მათ შორის "ყველაზე ქართველია", რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეჩვია და თავისად განიხილავს.

ილიას ზუროსი ცხარე ბერძნული მენტალიტეტით გამოირჩევა, თუ აფეთქდა მტრისას! თუმცა რეალურად იმდენად თბილი ადამიანია, გაგიჭირდება იმის გააზრება, რომ პარკეტთან იგივე ადამიანი იდგა.

ვლადიმირ ვაისი დახვეწილობით გამოირჩევა, უყვარს დისციპლინა, ნაკლებად კონტაქტურია თუმცა თავის შეგირდებთან ურთიერთობა შეუძლია.

ჰოდა ეს
სამი მწვრთნელი ან სიხარულს გვაჩუქებს ან ვერა, გამოკითხვა კი შემდგომში მდგომარეობს. რომელმა მწვრთნელმა იმუშავა 2018 წელს ყველაზე კარგად, მანამდე კი მათ მონაგარს გადავხედოთ.

ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

Sportall.Ge

ვაისისთვის 2018 წლამდე ნამდილად კოშმარი იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ისე ჩავატარეთ მოგება არ გვქონდა. 2018 წელი ამხანაგური მატჩებით განვაახლეთ - მარტში ლიეტუვას 4:0 ვძლიეთ, შემდეგ ესტონეთიც 2:0 დავამარცხეთ. ივნისში კი მალტას 1:0 მოვუგეთ, ლუქსემბურგთან  0:1 დავთმეთ. ესე შევეგებეთ ერთა ლიგის ახალ ტურნირს, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.

ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი სექტემბერში პირველივე ტურში გვქონდა, მთავარ მეტოქეს, რომელიც ჯგუფიდან გასვლში უნდა შეგვცილებოდა, ყაზახეთშივე 2:0 დავამარცხეთ, თბილისში კი ლატვიას 1:0 ვძლიეთ. ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას ორი 3:0-იანი ანგარიში დავაფიქსირეთ, ჯერ ანდორა დავამარცხეთ თბილისში, შემდეგ ლატვია რიგაში.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყველა მოგებით მაინც ვერ დავასრულეთ, ანდორამ არ დაგვანება და ლა ველაში 1:1 გვეთამაშა, ფინალურ ტურში კი ყაზახეთს თბილისში 2:1 ვძლიეთ.

საბოლოოდ ვაისმა ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოგვიპოვა და მეოთხე კალათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. მთავარი პრობლემა, რაც ვაისის მიმართ ტრადიციულად იყო, ეს დაგვიანებული შეცვლები და რამდენიმე შემთხვევაში სელექცია იყო. თუმცა სლოვაკი 2019 წელს 8 მოგებით 1 ფრითა და 1 მარცხით ხვდება.

ილიას ზუროსი - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი

Sportall.Ge

ბერძენს არ ჰქონია ნამდვილად მარტივი წელი, მას ყველაფერმა შეუშალა ხელი რაც შეიძლება მომხდარიყო - ეს იყო კალათბურთელთა გამუდმებული ტრავმები და ევროლიგა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ამ ფორმით ჩატარებას აზრი დაუკარგა.

წლის დასაწყისი თებერვალში შესარჩევის მესამე თამაშით დავიწყეთ, ავსტრია შინ 78:64 დავამარცხეთ და ჯგუფიდან გასვლის კითხვები შევამცირეთ, თუმცა მალევე სპორტის სასახლეში გერმანიასთან 77:87 დავთმეთ. ივნისში მწარე მარცხი გვაგემა სერბეთის ნაკრებმა, სპორტის სასახლეში არ დაგვინდეს და 50:87 მოგვიგეს, თუმცა ჩვენსავე არენაზე შემდეგ შეხვედრაში ავსტრიას 98:73 ვძლიეთ.

ჯგუფიდან გასულები, სხვა ჯგუფში გადავბარგდით და პირველივე შეხვედრაში ებრაელებს თელ ავივში 85:80 ვძლიეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედები გაჩნდა, თუმცა თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან ცივი წყალი ჩვენ თვითონვე გადავისხით, სადაც შეხვედრა ბოლო წამებში წავაგეთ (85:86) და გადამწყვეტ მომენტში ილიას ზუროსის ტაქტიკური მონახაზიდან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა.

ბოლო ორი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ტალინში ესტონეთს 80:73 ვძლიეთ და თბილისში დრამატულ მატჩში ისრაელი 71:69 დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში ზუროსს ყაიმი გამოუვიდა, 5 მოგება და 5 წაგება.

მილტონ ჰეიგი - საქართველოს მორაგებთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

Sportall.Ge

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 9 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო, მილტონის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი წელი იყო, მისმა ნაკრებმა გამოცდა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, ვერ ჩააბარა.

ჩვენმა ნაკრებმა სეზონი რაგბი ევროპის ჩემპიონატით გახსნა, ჯერ ბელგია გაანადგურეს 47:0 და არც გერმანია დაინდეს საკუთარ არენაზე - 64:0. მარტში ესპანეთთან საკმაოდ რთული შეხვედრა 23:10 მოვიგეთ, შემდეგ კი რუსეთი დავამარცხეთ მისსავე მიწაზე 29:9. ფინალურ მატჩში თბილისში რუმინეთის ნაკრებს ვძლიეთ (25:16) და კიდევ ერთხელ დავეუფლეთ რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასს.

მაისში "ფრანგ ბარბაროსებთან" დაიგეგმა ამხანაგური, სადაც 16:15 მოვიგეთ. ივნისში ტონგას ვძლიეთ 16:15 და ამის შემდეგ ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა სამი ურთულესი შეხვედრა. ჯერ ფიჯისთან დავმარცხდით 15:37, შემდეგ იაპონიამ არ დაგვინდო 0:28 და ბოლოს ნანატრ იტალიასაც შევხდით ნოემბერში და 17:28 დავმარცხდით. წლის ბოლო ორ შეხვედრაში სამოა 27:19 დავამარცხეთ და შემდეგ ტონგას 20:9 ვძლიეთ.
მკითხველის კომენტარები / 91 /
მაინც ასე ვფიქრობ...
ალექსანდრე
25 დეკემბერი 2018 17:59
1
ჰეიგმა წააგო ერთი თამაში რომლის წაგებაც არ შეიძლებოდა...ამ თამაშს წლები ველოდებოდით...თეთრი ტრ..ი და შავი ტრ..ი მსოფლიოზე გამოჩნდება.ჩვენი "სავიზიტო ბარათი" შერკინება ისეთი დომინანტი ბოლო თამაშებში მგონი ვეგარაა ხო?:)
გგგ
25 დეკემბერი 2018 17:49
3
იტალიასთან წაგებაზე ბევრად უარესი იყო ზაფხულის სრული კატასტროფა. მიზეზებზე აღარ დავიწყებ. ფეხბურთი და ვაისი არც უნდა განიხილებოდეს, ფსკერის დონიდან გამომდინარე. ზუროსმა ფაქტიურად 3 კალათბურთელით ითამაშა ევროპის საუკეთესო გუნდებთან. ზუროსი, რა თქმა უნდა!
gagi
25 დეკემბერი 2018 21:07
2
რა ვაისი, რის ...ჭ კლასის გუნდებთან შედეგი - ,,დიდი,, წარმატებაა ?!
გლახუნა
25 დეკემბერი 2018 17:41
7
წელს ცალსახად ვაისი
გოგა
25 დეკემბერი 2018 17:38
10
რატომ?!!! არგუმენტები?
zuka
25 დეკემბერი 2018 21:05
3
იტალიასთან წაგებას არ პატიობთ მელიტონს და ანდორასთან ფრეს და სხვა მილიონ უბედურებას ფეხბურთს გაუტარეთ
ვახო
25 დეკემბერი 2018 17:20
8
როგორ შეიძლება ქართულ რაგბზე ასე საუბარი როგორ შეგიძლიათ ცუდათ შეაფასოთ ბიჭები ვისაც ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ რაგბი რომ ყველაზე ნაკლებათ შემოსავლიანი და უპერპექტივო სპორტია ამის დავიწყება არ შეიძლება მიუხედავათ ამისა ბიჭები თავს არ ზოგავენ სტადიონზე რაგბს ვუგებთ თუ ვაგებთ მიუხედავათ შედეგისა ამაყი ვარ . რას ეძახით შედეგს ანდორასთან ფრეს და ყაზახეთთან მოგებას რუსეთთან 7-1 რომ წააგეფ ახალგაზრდა გუნდი ნუ არ ვიცი ეს თუ ფეხბურთია იყოს ბატონო ჯერჯერობით ჟილკა მხოლოდ კანკავა
ვახო
25 დეკემბერი 2018 17:01
4
ბიჭებზე არც არავინ ამბობს რამეს. ჰეიგს კი ნამდვილად არ ჰქონდა წარმატებული წელი. ჩემი აზრით, მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახალია საჭირო
:))))
25 დეკემბერი 2018 22:53
1
ჩემი ხმა ზუროსს! საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისგან მაქსიმუმი გამოძერწა!!
zaza
25 დეკემბერი 2018 16:49
3
შედეგებით ვაისი საუკეთესოა.
ზაზა ხოფერია
25 დეკემბერი 2018 16:49
10
ვფიქრობ 2018 წელი უფრო ვაისის წელი იყო თორემ სხვა მხრივ დანარჩენებს არ დავუკარგავ პროფესიონალიზმს
გოგა
25 დეკემბერი 2018 16:31
5
ფეხბურთი ფეხბურთიი.ვაისიი ვაისიი
Buxrika
25 დეკემბერი 2018 16:23
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული