კარიუსი დროს ტყუილად არ კარგავს - "უიღბლო მეკარე" Rammstein-ის სოლისტის ყოფილთან შენიშნეს [PHOTO]

AutoSharing Option
"ბეშიქთაშის" მეკარე ლორის კასიუსი ფლორიდის სანაპიროზე პაპარაცებმა ცნობილი ჯგუფის, Rammstein-ის სოლისტის, ტილ ლიდემანის ყოფილ შეყვარებულთან, სოფია ტომალასთან შენიშნეს.

თურქული "ბეშიქთაშის" 25 წლის მეკარე, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებს საფეხბურთო მოედანზე ახალი შეყვარებულის დახმარებით ებრძვის. ამასთან ერთად, კარიუსი საკმაოდ ხშირად იცვლის მეგობარ გოგონებს.

"ლივერპულში" ჩაგდებული სეზონისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ის მეგობარმა გოგონამ იანტე როუზმა მიატოვა, მაგრამ მეკარემ დრო ტყუილად არ დაკარგა და კრიშტიანო რონალდოს ყოფილთან, დანიელა გრეისთან გააბა რომანი.

თუმცა, როგორც ჩანს, წყვილს ერთად დიდი ხანი არ გაუტარებია, რადგან უკვე
დეკემბერში ფლორიდის სანაპიროზე 29 წლის გერმანელ სუპერმოდელთან, სოფია ტომალასთან შენიშნეს.

სოფია ტომალა ცნობილი გერმანელი სუპერმოდელი და მსახიობია. ის გერმანელი მსახიობის, სიმონა სომალას შვილია.

კარიუსთან შეხვედრამდე სოფია Rammstein-ის სოლისტს, ტილ ლიდენმანს ხვდებოდა. გარდა ამისა, როკ-ჯგუფ Icon of Coil-ის სოლისტის, ენდი ლა პლაგუას ცოლიც იყო და რამდენიმე ხნის წინ როკ-მუსიკოს გევინ როსდეილს დაშორდა.

გარდა საკუთარი სილამაზისა, ტომალა სკანდალური ქცევებითა და გამომწვევი ჩაცმულობით გამოირჩევა.

Sportall.Ge

altამერიკელი მოდელი, რომელიც ლორის კარიუსს შეცდომების შემდეგ ამშვიდებს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
Dein gesicht ist mir egal - Buck Dich Sophia noch ein mal -
0
მაგ გოგოს როკ მუსიკოსები ნაყვარება...
status quo
09:24 09-01-2019
0

სიახლეები პოპულარული