ტიმ ჰოვარდის ჯანმრთელობის საიდუმლო ლამაზმანი მეუღლეა, რომელსაც ჩაცმულს იშვიათად ნახავთ [PHOTO]

AutoSharing Option
უკვე ორი წელია, რაც ამერიკელმა მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა ევროპული კარიერა დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

ამის მიუხედავად, 39 წლის გოლკიპერი ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდებას არ აპირებს.

როგორც ჩანს, ფეხბურთში ამერიკელი მეკარეები გამოირჩევიან მრავალწლიანი კარიერით. თუნდა გავიხსენოთ ჰოვარდის კოლეგები კეისი კელერი და ბრედ ფრიდელი.

ახლა ჰოვარდი "კოლორადოში" თამაშობს და საქმეებიც კარგად მისდის. ის გუნდის კაპიტანია და ცოცხალი ლეგენდის სტატუსი აქვს, ხოლო ტრიბუნიდან ლამაზმანი ცოლი უჭერს მხარს.

ტიმ ჰოვარდის სექსუალური ცოლი ნორა სეგურაა, რომელსაც ინტერნეტში იშვიათად თუ შეხვდებით ჩაცმულს.

მოდელი ცნობილია გულახდილი და თამამი
ფოტოებით. მას "ინსტაგრამში" 300 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომლებსაც მუდმივად ახარებს თავისი სურათებით.

როგორც მოდელი, ნორა რეგულარულად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა დიდი ბრენდის სარეკლამო კლიპებში, როგორებიცაა Perrier, Kerastase და Defend Paris.

მუდმივმა მოგზაურობამ კი ნორას მრავალი ენის შესწავლის საშუალება მისცა. ახლა ლამაზმანი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, შვედურად, ესპანურად და ფრანგულად.

აღსანიშნავია, რომ სეგურა ჩაციკლულია ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და ხელმომწერებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის სავარჯიშოს და ახალი კერძების რეცეპტებს უზიარებს.

ბევრის აზრით, სწორედ ეს არის ტიმ ჰოვარდის ასეთი კარგი ფორმის საიდუმლო. 39 წლის ასაკშიც ჰოვარდი თავს შესანიშნავად გრძნობს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

Sportall.Ge

alt"გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავი "ინსტაგრამმოდელს" ხვდება [PHOTO]

altლამაზმანი, რომელმაც ფეხბურთელი მეუღლე სიკვდილს გადაარჩინა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტონი მეოლას დონის კიპერი ამერიკას არ ჰყავს.უძლიერესი იყო!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული