"ბეტმენისა" და "ვალენსიას" ამბავი გახსოვთ? - აი, კიდევ ვის შეუძლია სარჩელის შეტანა [PHOTO]

AutoSharing Option
ამერიკულმა კომპანია DC Comics-მა ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ვალენსიას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ახალ ლოგოტიპს ეხება, რომელიც გუნდის 100 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდია, რომ "ბეტმენი" საავტორო უფლებების ასეთ უხეშ დარღვევაზე სერიოზულად აღშფოთდა.

"ვალენსია", რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ღამურა კლუბის ლოგოტიპზე ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ამერიკაში ადამიანები ბიზონებს დასდევდნენ.

სასამართლო ესპანურ კლუბს მიემხრო და სიტუაციის დასარეგულირებლად თითქმის 2 წელი მისცა.

თუმცა მაშინ, როცა "ვალენსიას" მოთამაშებს ღამე მშვიდად ძილი შეუძლიათ, სხვა საფეხბურთო (და არამხოლოდ)
კლუბები საფრთხეში არიან. ბევრ მათგანს შეიძლება მსგავსი სარჩელი დაემუქროს. სტატია, რა თქმა უნდა, იუმორნარევია და იმედია, ჩვენს მკითხველს კარგ განწყობას შეუქმნის.

"ვესტ ჰემი"- სარჩელი თორისგან
ეს ბიჭები აღმოსავლეთ ლონდონიდან საკუთარ თავს "უროსმცემლებს" უწოდებენ. თუმცა ამაზე პრეტენზია შეიძლება "თორს" გაუჩნდეს - ოდინის შვილს, რომელისთვისაც ყველაფერი ადამიანური უცხოა. ის მიჩვეულია პრობლემების თავისი უროს - მელნირის დახმარებით მოგვარებას. როდესაც სკანდინავიელი ღმერთი თავის უროს საფეხბურთო კლუბის ლოგოტიპზე აღმოაჩენს, ალბათ, გაცოფდება.

Sportall.Ge

"უიგან ატლეტიკი"- სარჩელი გრუტისგან
თუ "უიგანში" ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადარჩენისთვის ბრძოლა ყველაზე უარესია, რაც მათ თავს გადახდომიათ - ცალსახად ცდებიან. ერთ მშვენიერ დღეს მათ ოფისში შევა ცოცხალი ხე და ეტყვით: "მე ვარ გრუტი", რაც ცნობილი გრუტის ენაზე ნიშნავს: "რა ჯანდაბად იყენებთ ჩემს ფოტოს თქვენს ლოგოტიპზე?"

Sportall.Ge

უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია - სარჩელი აკვამენისგან
უკრაინის ფგეხბურთის ფედერაციამ ლოგო 2017 წელს შეცვალა, თითქოს არ იცოდა, რომ "აკვამენის" ფილმის გადაღებები იწყებოდა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ზღვის კაცს საავტორო უფლებების დაცვაში სამართლიანობის მთელი ლიგა დაეხმარება, "ბეტმენის" გარდა. ის "ვალენსიას" წინააღმდეგ საქმის წარმოებითაა დაკავებული.

Sportall.Ge

უელსის ფეხბურთის ასოციაცია - სარჩელი "სამეფო კარის თამაშებისგან"
კიდევ ერთმა ნაკრებმა გადაკვეთა წითელი ხაზი, გადავიდა კედლის მიღმა. სიტყვა "დრაკონზე" ადამიანთა უმეტესობას დეანერისის ასოციაცია უჩნდება, ან ნებისმიერი სხვა პერსონაჟის "სამეფო კარის თამაშებიდან". მაგრამ არანაირად აარონ რემზისა და რაიან გიგზის. თუ დრაკონებისთვის საავატორო უფლებებზე ბრძოლა დაიწყება, HBO-მ შეიძლება სერიალის მეცხრე სეზონიც გადაიღოს.

Sportall.Ge

"იოკერიტი"- სარჩელი ჯოკერისა და ჰარლი კვინისგან
დარტყმის ქვეშ მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან. "იოკერიტი" კონტინენტური ჰოკეის ლიგაში თამაშობს და თანაც რეგულარულად გადის პლეი-ოფში, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ჯოკერი და ჰარლი კვინი გაიგებენ, რომ არა მხოლოდ ლოგოში არიან წარმოდგენილნი, არამედ გუნდის დასახელებაშიც. მათგან თავის დაღწევა რთული იქნება.

Sportall.Ge

"ლევანტე"- სარჩელი რობინისგან
როგორც ჩანს, "ვალენსია" ერთადერთი არ არის, რომელმაც "ბეტმენის" ლოგო გამოიყენა. იქამდე, სანამ ბრიუს უეინი გოთემის გადარჩენას ცდილობს - "ლევანტემაც" გაბედა და გამოიყენა ღამურა თავის ლოგოდ. ამიტომ ახლა ყველაფერი რობინზეა დამოკიდებული.

Sportall.Ge

"ჩელსი" - სარჩელი მეფე ლომისგან
2005 წელს ლონდონურმა კლუბმა ლოგო შეცვალა, იმიტომ, რომ გადაწყვიტა, მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ცხოველთან კონფლიქტისთვის აერიდებინა თავი. სიმბას ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ საკუთარ გამოსახულებას ცნობილი გუნდის ემბლემაზე ხედავდა. ახლა "ჩელსის" სულ სხვა ლომი ჰყავს.

Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედი" - სარჩელი თავზეხელაღებულისგან
ადრე ფერგიუსონის "მანჩესტერს" ფანები თავზეხელაღებულად მისი სუპერთამაშის გამო მიიჩნევდნენ. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. "ოლდ ტრაფორზე" ფიქრობენ, რომ ცნობილი ლოგო საფეხბურთო კლუბში მოიფიქრეს. მაგრამ, სინამდვილეში, თავზეხელაღებულმა დიდი ხნის წინ დაარეგისტრირა რქები. ასე რომ, "მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ აქვს.

Sportall.Ge

"ტიგრესი" - სარჩელი ვეფხვისგან
მექსიკელებმა მოახერხეს და "ვინი პუჰის" ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გმირის, ვეფხვის გამოსახულებაც გააფუჭეს. არადა, ამ მულტფილმში ვეფხვი ნამდვილად პოზიტიური, სიცოცხლით სავსე მოქალაქეა. "ტიგრესი" კი რაღაცნაირი მოღუშული და აგრესიულია. ამიტომ "ვინი პუჰის" გმირს მარტო ისღა დარჩენია, მექსიკურ გუნდს სასამართლოში უჩივლოს.

Sportall.Ge

"სამპდორია" - სარჩელი Gorillaz-ისგან
სასამართლოში სარჩელის შეტანა არა მხოლოდ ცნობილ კინოგმირებს, არამედ ცნობილ მუსიკოსებსაც შეუძლიათ. საინტერესოა, გენუაში საერთოდ იციან თუ არა, რომ ლოგოზე სტიუარტ "2D" პოტი მისი ნებართვის გარეშე განათავსეს.

Sportall.Ge

ავტორი: სალომე აბულაშვილი
მომზადებულია sport24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომეწონა:)
ბასკი
17:08 28-03-2019
1
გავმხიარულდი :დ ძალიან კარგი სტატიაა მადლობა ავტორს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული